WELCOME PARTY – 2023

WELCOME PARTY – 2023

SBA-ში არსებობს დღეები, რომელთა აღნიშვნაც წლებთან ერთად ტრადიციად ჩამოყალიბდა, ერთ-ერთი მათგანია ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია.
Welcome Party, რომელიც აკადემიაში ყველასგან გამორჩეული, სახალისო, მხიარული და სიურპრიზებით სავსე ღონისძიებაა, იქნება დაუვიწყარი, სავსე ემოციებით, მუსიკითა და მეგობრული გარემოთი. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა გაეცნოთ აკადემიას და შეიქმნათ სასიამოვნო შთაბეჭდილება, შეიძინოთ ახალი მეგობრები და დაიწყოთ სასწავლო წელი ამაღლებულ ნოტაზე.

ამ პოზიტიური ემოციების შექმნას ემსახურება SBA Welcome Party, რომელიც აკადემიაში გაიმართება ორ ნაწილად:
ღონისძიების პირველი ნაწილი დაიწყება 16:00 საათზე, რომელიც დაეთმობა საინფორმაციო და საორიენტაციო შეხვედრას სტუდენტებთან, სადაც აკადემიის ადმინისტრაციისგან მიიღებთ სასწავლო პროცესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საჭირო ინფორმაციას და სიმბოლური საჩუქრებს.
ღონისძიების მეორე ნაწილი გაგრძელდება 17:00 საათიდან აკადემიის მთავარ სცენაზე. რომელიც იქნება არაფორმალური ხასიათის, სპეციალურად თქვენთვის საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი „ალილო“ და ლაშა ღლონტი.

გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და გელოდებით!
მისამართი: ქ.თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N20