Worldskills Georgia-ს გახსნის ცერემონია

Worldskills Georgia-ს გახსნის ცერემონია

17 იანვარს Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრების გახსნის ცერემონია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვია Worldskills-ის პრეზიდენტი საიმონ ბართლი, რომელიც ღონისძიების სტუმრებს და შეჯიბრების მონაწილეებს მიესალმა და პროფესიული განათლების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ია ერაძე და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი მანანა მახარაშვილი.