Home »
ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

პროფესიული პროგრამის აღწერა

  1. ახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენაზე- საოფისე საქმისა და ღონისძიებების ორგანიზება/Office work and event management
  2. მისანიჭებელი კვალიფიკაციები ქართულ და ინგლისურ ენაზე

საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია საოფისე საქმეში / Secondary Vocational Qualification in Office Work

აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს „სამდივნო და საოფისე საქმის“, კოდი 0415, აღმწერი – ,, შეისწავლის ადმინისტრაციულ პროცედურებსა და პრაქტიკას, საოფისე ტექნოლოგიებს, საკანცელარიო საქმეს, სტენოგრაფიასა და ბეჭდვის უნარებს. ასევე მოიცავს სპეციალიზირებულ საოფისე/სამდივნო პროგრამებს (ბილინგვური, სამედიცინო, იურიდიული, საბუღალტრო და ა.შ.), თუ მათი მიზანია საოფისე საქმე და არა სპეციალიზაციით მომუშავე თანაშემწის მომზადება.“

3.მიზანი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციურიადმინისტრაციული დამხმარე პერსონალი, რომელიც შეძლებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების აქტივობების დაგეგმვას, მართვასა და დაწესებულების დოკუმენტბრუნვას.

4.დაშვების წინაპირობა/წინაპირობები 

სრული ზოგადი განათლება

5.დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

საოფისე საქმეში საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია  დასაქმდეს საჯარო და კერძო დაწესებულებებში ოფისის მენეჯერად, ხელმძღვანელის თანაშემწედ, მდივნად. დოკუმენტაციის წარმოებასა და გარკვეული ორგანიზაციული ქვედანაყოფების ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტად და დამხმარე მუშაკებად.

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 82, 82.1, 82.11.0, 82.19.0.

დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 3341

  1. მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების შესაბამი სწავლის შედეგები

       კურსდამთავრებულს შეუძლია:

  1. დაგეგმოს შეხვედრები და მივლინებები
  2. მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის დაგეგმვაში
  3. აწარმოოს მიმოწერა სხვადასხვა საკითხებზე
  4. მოამზადოს დოკუმენტების პროექტები
  5. მართოს ორგანიზაციის დოკუმენტბრუნვა
  6. კოორდინირება გაუწიოს ორგანიზაციული ქვედანაყოფების საქმიანობას
  7. უზრუნველჰყოს ინფორმაციის გაცვლა

 

რეგისტრაციის ვადები:  2022 წლის 2 მაისიდან  2022 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით.

საკონტაქტო ნომერი: 032 2 40 34 40