Home »
სკოლამდელი განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

სკოლამდელი განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

პროფესიული პროგრამის აღწერა

1.სახელწოდება – სკოლამდელი განათლება

2.მისანიჭებელი კვალიფიკაცია/კვალიფიკაციები – მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში

3.მიზანი – პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციური კადრი, რომელიც შეძლებს ადრეულ და სკოლამდელ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდასა და განვითარებას, უსაფრთხო და განმავითარებელი სააღმზრდელო გარემოს უზრუნველყოფას, ბავშვის ოჯახთან, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების კოლექტივთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაციასა და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას.

4.დაშვების წინაპირობა/წინაპირობები – სრული ზოგადი განათლება

5.კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები

სკოლამდელ აღზრდაში მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შესაძლებელია დასაქმდეს აღმზრდელის პოზიციაზე, ასევე იმუშაოს თვითდასაქმებით, აღმზრდელად.

6.მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების აღწერა  სწავლის შედეგები

აღმზრდელის მეხუთე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:

ა) ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჰოლისტური განვითარება, მათი ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესების, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით;

ბ) მრავალფეროვანი, მასტიმულირებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და მართვა;

გ) ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება;

დ) წარმატებული, უსაფრთხო, მხარდამჭერი სააღმზრდელო გარემოს შექმნა.

საკონტაქტო ნომერი: 032 2 40 34 40