ჩინური ენის შემსწავლელი კურსები

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აცნობიერებს უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარების განვითარების მნიშვნელოვნობას და ზრუნავს ხელი შეუწყოს სტუდენტების კონკურენტუნარიანობას. მიმდინარე წლის 30 იანვარს აკადემიას ეწვივნენ კონფუცის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც გეგმავენ გახსნან ჩინური ენის შემსწავლელი კურსები აკადემიის სტუდენტებისთვის, აკადემია თავის მხრივ, გამოყოფს სივრცეს აღნიშნული კურსების განსახორციელებლად და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნას.

ტრენინგი

2018 წლის 16 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და გერმანელი და ქართველი ექსპერტების ჩართულობით ჩატარდა ტრენინგი,  „სკოლა როგორც სწავლის ადგილი და „საწარმო, როგორც სწავლის ადგილი“. ტრენინგზე გადამზადდა ინსტრუქტორები, რადგან მათ თავიანთი დავალების შესასრულებლად შეძლონ სკოლისა და საწარმოს როგორც სასწავლო ადგილების მოწყობა, სწავლებისა და სასწავლო პროცესის განვითარება, გაფართოება და პასუხისმგებლობის მართვა. ინსტრუქტორები შეძლებენ […]

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2018 წლის 12 იანვარს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში, ხელი მოეწერა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ასოციაციებს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთო საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და იმპლიმენტაციას, საკანონმდებლო ინიციატივების ერთობლივად მომზადებას, ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფას,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელთა პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაზე ერთობლივ ზრუნვას, განათლების მართვის სისტემის დემოკრატიზაციას და შემდგომ განვითარებას.  

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2017 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კრწანისის რაიონის გამგეობას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევაში, მოაწყობენ ერთობლივ ღონისძიებებს, სემინარებსა და კონფერენციებს.  

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დაჯილდოება

2017 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”-ში დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის 2017 წლის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. შემაჯამებელი კონფერენციის მიზანი საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა იყო. წლის შემაჯამებელი კონფერენცია შრომის, ჯანმრთელობის და […]

ლექცია თემაზე: „ელექტრონული გადახდების სისტემა”

2017 წლის 21 დეკემბერს, სს “ხალიკბანკის” საბანკო ბარათების დეპარტამენტის უფროსმა, ქალბატონმა მაია ხელაძემ ჩაატარა ლექციას თემაზე: „ელექტრონული გადახდების სისტემა”. შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო, ქალბატონმა მაიამ ისაუბრა თანამედროვე საგადახდო ინსტრუმენტების შესახებ და სტუდენტებს აუხსნა რა უპირატესობები აქვს ბარათით სარგებლობას.

ხელშეკრულებების გაფორმება

2017 წლის 20 დეკემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ, დაწესებულებაში გამართულ დასაქმების ფორუმზე პარტნიორობისა და პრაქტიკის ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიებთან: GREENWAY LOCISTIC LTD და BE GROUP. მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ რეალურ გარემოში დაეუფლონ პროფესიებს, გაიარონ სტაჟირება და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად.      

დასაქმების ფორუმი

2017 წლის 20 დეკემბერს, გაიმართა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პროფესიული მომზადება- გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებულმა ბენეფიციარებმა, აკად ემიის პროფესიული და საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულებმა და სტუდენტებმა. დასაქმების ფორუმის პირველი ნაწილი გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მიმართა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორმა […]

დასაქმების ფორუმი

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის კურსდამთავრებულებს! გვაქვს პატივი მოგიწვიოთ, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმზე. ეს უნიკალური შესაძლებლობაა თქვენთვის, მოახდინოთ კომუნიკაცია პოტენციურ დამსაქმებლებთან, წარუდგინოთ საკუთარი თავი და მიიღოთ დასაქმების რეალური შანსი. ფორუმი გაიმართება ამა წლის 20 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში. მისამართი: რუსთავის გზატკეცილი 18-22, თბილისი.    

დასაქმების ფორუმი

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 2017 წლის 8 დეკემბერს, დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოში მოქმედმა 60–ზე მეტმა კომპანიამ, რომელთაგან დიდი ნაწილი საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პარტნიორი კომპანიებია. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში 9 პროფესიაში 90 მოსარგებლე გადამზადდა, რომელთაც მიეცათ საშუალება, უკვე მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით წარმდგარიყვნენ […]

კონფერენცია თემაზე „ ბიზნეს თამაშები როგორც ინოვაციური მიდგომა სამეწარმეო უნარების განვითარებისათვის“

2017 წლის 8 დეკემბერს, ტექნოპარკში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „ ბიზნეს თამაშები როგორც ინოვაციური მიდგომა სამეწარმეო უნარების განვითარებისათვის“ . კონფერენციაზე საუბარი იყო ევროპაში ახალგაზრდების დასაქმებაზე, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ამ საკითხთან დაკავშირებით, გაზიარებული იქნა ლიტვის გამოცდილება, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ევროკავშირის ინიციატივებში. ძირითადი აქცენტები გაკეთდა ეფექტურ ინსტრუმენტებსა და სიმულაციებზე, რომელიც გამოიყენება სამეწარმეო უნარების განვითარებაზე, რაც დაეხმარება ინდივიდებს თუ […]

ლექცია თემაზე: „საჯარო გამოსვლის ხელოვნება“

2017 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, ასოცირებულმა პროფესორმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა ქალბატონმა ნანა გოგიჩაშვილმა ჩაატარა ლექცია თემაზე: „საჯარო გამოსვლის ხელოვნება“. ლექცია ინტერაქტიული ხასიათის იყო, ქალბატონი ნანა სტუდენტებს ასწავლიდა იმ გზებს თუ როგორ უნდა იყვენენ კარგი ორატორები და წარმოთქვან საჯარო სიტყვა სავსე აუდიტორიის წინაშე.  

სამოყვარულო ტურნირი ბოულინგში

მიმდიარე წლის 28 ნოემბერს, კლუბ Lebowski-ში, უნივერსიტეტებს შორის გაიმართა სამოყვარულო ტურნირი ბოულინგში. ტურნირში მონაწილეობდნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA-ს გუნდები. საკმაოდ დაძაბული და კონკურენტული თამაშის ფონზე, აკადემიის სტუდენტებმა წარმატებით გაიარეს წესებით გათვალისწინებული ოთხი ტური და მოიპოვეს საფინალო, საპრიზო ადგილი. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA მადლობას უხდის ტურნირში მონაწილე სტუდენტებს, თავდაუზოგავი მონდომებისა და აკადემიის სახელის წარმოჩენისათვის.   

ფინანსთა მინისტრ ბატონ მამუკა ბახტაძესთან შეხვდრა

22 ნოემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრები ფინანსთა მინისტრ ბატონ მამუკა ბახტაძეს შეხვდნენ. ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებათა გასაცნობად. შეხვედრას როგორც დასაქმების ასოციაციის პარტნიორი საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი, ია ერაძე ესწრებოდა.  

ტრენინგი „მიზნობრივი მონაცემების შეგროვება და მათი ანალიზი“

2017 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, ჩატარდა ტრენინგი „მიზნობრივი მონაცემების შეგროვება და მათი ანალიზი“, რომელსაც გაუძღვა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ანალიტიკოსი ბატონი, საბა ელაშვილი. ტრენინგს ესწრებოდა აკადემიის სტუდენტები, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო, ბატონმა საბამ დამსწრეებს აუხსნა თუ როგორ უნდა დაგეგმონ და ჩაატარონ კვლევა.  

პარტნიორი კომპანიის დაბადების დღე

დღეს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პარტნიორი კომპანია “QBQ”-ს დაბადების დღეა. შეგახსენებთ, რომ წელს ეს კომპანია დაჯილდოვდა როგორც აკადემიის საუკეთესო პარტნიორი, რადგან კომპანია ყოველთვის გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებითა და აქტიური თანამშრომლობით. სწორედ ამის დასტურია კომპანიის დირექტორის მაკა მჟავანაძის დაბადების დღის კრეატიული აღნიშვნა და ამ სიხარულის პარტნიორებთან გაზიარება. აკადემია ულოცავს ქალბატონ მაკას და მის გუნდს დაბადებისდღეს და უსურვებს შემდგომ […]

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ისა და Ukrainian National Technical University შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. მხარეები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევასა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში.

ტრენინგი „პროექტის ციკლი მართვა”

14-15 ნოემბერს, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში ევროკავშირის EUVEGE პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „პროექტის ციკლი მართვა” საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორებისათვის. ტრენინგის კურსს უძღევებოდა ევროკავშირის ექსპერტ/ტრენერი ბატონი, პავლე თვალიაშვილი. ტრენინგზე გამოყენებული იქნა პრაქტიკული მეთოდოლოგია პროექტების წერის უნარების გასაუმჯობესებლად. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.  

ავტორიზაციის ახალი სტანდარტების განხილვა

2017 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, სადაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და კვოტის დათვლის მექანიზმი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების დროს. შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ბატონმა კახაბერ ერაძემ ამომწურავი პასუხები გასცა […]

სენატის სხდომა

2017 წლის 16 ნოემბერს შედგა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს სენატის სხდომა. სენატის წევრებმა განიხილეს აკადემიისთვის მნიშვნელოვანი საკითხები: ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დამატება და ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, ასევე წარადგინეს ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანგარიში და განიხილეს მომავალი სტრატეგიული გეგმა.

ტრენინგი „მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის პრაქტიკული უნარების განვითარება“

2017 წლის 6-7 ნოემბერს სასტუმრო „ბეტსიში“ MCA-G პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ (ISWD) ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით გაიმართა ორდღიანი ტრენინგი თემაზე: „მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის პრაქტიკული უნარების განვითარება“. აღნიშნული ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებში მონაცემების შეგროვების და ანალიზის უნარების და კარიერული კონსულტირებისას საჭირო უნარების განვითარება. ტრენინგი ასევე მოიცავდა კარიერული კონსულტირებისთვის აქტიური მოსმენისა […]

პოეზიის საღამო “შემოდგომის რითმები“

2017 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში, თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო პოეზიის საღამო “შემოდგომის რითმები“. საღამოს უძღვებოდნენ ახალგაზრდა პოეტები ირაკლი ჭიკაიძე და ანი ნოზაძე. ღონისძიება ინტერაქტიული ხასიათის იყო, დამსწრეებმა კითხვებით მიმართეს ახალაგაზრდა პოეტებს მათი შემოქმედების შესახებ. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სგან პოეტებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. აკადემია მადლობას უხდის მოწვეულ სტუმრებს ლამაზი საღამოსთვის.  

საფეხბურთო ნახევარფინალური და ფინალური თამაშები

მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში საფეხბურთო ნახევარფინალური და ფინალური თამაშები გაიმართა. ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები: „პირველი მერცხალი“ და „კავკასია“, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელმა მოიპოვა , ხოლო “SBA Team”-სა და „მეორე მერცხალს“-ს შორის – გუნდმა „მეორე მერცხალმა“. ფინალურ თამაშში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გუნდები: „მეორე მერცხალი“ და „კავკასია“, სადაც გამარჯვება გუნდმა “მეორე მერცხალმა“ მოიპოვა. აკადემია ულოცავს […]

ბიზნეს იდეების განხილვა

მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სტუდენტები კომპანია გრინლაინ ჯგუფის წარმომადგენლებს, და დირექტორს, ბიზნესმენ რეზა ალირეზაი ტაბრიზს შეხვდნენ. შეხვედრაზე სადაც განხილულ იქნა SBA-ის საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხები, ბიზნეს იდეები.    

საფეხბურთო მეოთხედფინალი

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში საფეხბურთო მეოთხედფინალი გაიმართა. ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები: „პირველი მერცხალი“ და „მეორე მერცხალი“, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელმა მოიპოვა , ხოლო “SBA Team”-სა და „კავკასია“-ს გუნდებს შორის – გუნდმა „კავკასიამ“.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია

2017 წლის 4 ნოემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამაზე მსმენელთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. სერტიფიკატების გადაცემამდე, აკადემიისგან საჩუქრად მსმენელები დაესწრნენ გასაუბრების ტექნიკის ტრენინგს, რომელსაც უძღვებოდა აკადემიის პარტნიორი ორგანიზაცია „QBQ”-ს დირექტორი, ტრენერი მაკა მჟავანაძე. მსენელები ასევე დაეუფლნენ თანამედროვე ფორმის რეზიუმისა და სამოტივაციო წერილის შექმნის მეთოდს. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA წარმატებას უსურვებს პროგრამაში მონაწილეებს.  

სასწავლო ექსკურსიაზე კომპანია „NEWTELCO”-ში

2017 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სტუდენტები იმყოფებოდნენ სასწავლო ექსკურსიაზე კომპანია „NEWTELCO”-ში. აღნიშნულ ექსკურსიას ხელმძღვანელობდა აკადემიის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დირექტორი და პროფესიული განათლების მასწავლებელი ლაშა იაშვილი. მან, კომპანიის წარმომადგენლებთან- კომპანიის დირექტორი გიორგი გოთოშია, ინჟინერი დავით ზალიკაშვილი, კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი ჯაბა აფციაური, ქსელის ადმინისტრატორი გიორგი ქაჯაიასთან ერთად, სტუდენტებს გააცნო საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები […]

დასკვნითი კონფერენცია

2017 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე, საქართველოს პროფესიული კავშირების მოწვევით იმყოფებოდა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის- „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების, 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი“- შემაჯამებელ ,დასკვნით კონფერენციაზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზი, რომელიც წინა წელთან შედარებით დადებითად შეფასდა.

პარტნიორობისა და პრაქტიკის ხელშეკრულებები

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, მალე დამატებით საზოგადოებას შესთავაზებს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების პროფესიულ მოდულურ პროგრამებს. მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმისა და ფინანსური მიმართულების პროგრამის ადაპტირებასა და პარტნიორი ორგანიზაციების მოსაძიებლად. ამ მიზნით, გაფორმდა პარტნიორობისა და პრაქტიკის ხელშეკრულებები კომპანიებთან : „გუდვილი“, „კონკორდ თრეველი“, „ერენდელ თრეველი“, „იკო&გიო“, „დანიდე“, სადაც სტუდენტები შეძლებენ რეალურ გარემოში დაეუფლონ პროფესიებს, გაიარონ სტაჟირება და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად.