ხშირად დასმული კითხვები

პასუხები აპლიკანტების მიერ ხშირად დასმულ კითხვებზე

ვის შეუძლია ისწავლოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე?

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, ზოგადი განათლების საბაზო (9 კლასი) საფეხურის დაძლევისა და კონკრეტული პროგრამისთვის დაწესებული მიღების წინაპირობების დაკმაყოფილების საფუძველზე.

პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის მოქალაქისთვის.

ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა განკუთვნილია საბაზო ზოგადი განათლების მქონე პირებისთვის.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი იღებს:

  • პროფესიულ დიპლომს და
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს (ატესტატს).

ინტეგრირებული პროგრამების დეტალური ჩამონათვალი და ინფორმაცია

საგანმანათლებლო პროგრამა
საექთნო საქმე ქიმია და ბიოლოგია
ფარმაცია
ფინანსები რაოდენობრივი წიგნიერება
ლოგისტიკა
ბუღალტრული აღრიცხვა
ინფორმაციის ტექნოლოგია
კომპიუტერული ქსელი და სისტემები
კომპიუტერული ქსელი და სისტემები [ინტეგრირებული]
ლოგისტიკა [ინტეგრირებული]
საბაჟო საქმე წიგნიერება
სკოლამდელი განათლება
შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგია
საბაჟო საქმე [ინგლისურენოვანი] მოტივაციური გასაუბრება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2025 წლის 1-დან 25 სექტემბრამდე.
თუ რეგისტრაცია ჯერ არ დაწყებულა, შეგიძლიათ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია. ასეთ შემთხვევაში, როგორც კი ოფიციალური პროცესი დაიწყება, აკადემიის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და დაგეხმარებათ რეგისტრაციაში.

ოფიციალური რეგისტრაციის პერიოდში (1–25 სექტემბერი): რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულ პლატფორმაზე vet.emis.ge-ზე ან კოლეჯში, ადგილზე.  იხილეთ ოფიციალური რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია  

თუ რეგისტრაცია ჯერ არ დაწყებულა: შეავსეთ წინასწარი რეგისტრაციის ფორმა

აპლიკანტს შეუძლია ერთდროულად მაქსიმუმ სამი პროგრამის არჩევა.

 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა უზრუნველყოფს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებას სწავლის ვადის განმავლობაში.
გადავადება მოქმედებს მხოლოდ ერთხელ. თუ აპლიკანტმა უკვე ისარგებლა გადავადებით სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიღებული ცნობის საფუძველზე, ხელმეორედ ამ უფლებას ვერ გამოიყენებს.