2017 წლის 9 მარტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებულ და მონაწილე კომპანიებს სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიება გახსნეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ საქართველოში ნიკოლას ბერლინელმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ერიკა კვაპილოვამ. […]
სიახლეები
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
მიმდინარე წლის 9 მარტს , საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-მ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია Question Bahind the Question . აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. მხარეები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების მათ შორის სტუდენტთა დასაქმებისა და ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში.
სამუშაო შეხვედრა
2017 წლის 7 მარტს სოციალური მომსახურების სააგენტომ გამართა სამუშაო შეხვედრა, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროექტში ჩართულ ორგანიზაჩიებთან. მათი ინფორმაციით უმოკლეს ვადაში დაიწყება გადამზადების შემდეგი ეტაპი. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პრეზენტაცია
2017 წლის 22 თებერვალს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016 წელს განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაცია გამართა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორმა, ქალბატონმა მაგდა მაღრაძემ გასულ წელს პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და წარმატებაზე ისაუბრა და აუდიტორიას სამომავლო გეგმები გააცნო. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა ალექსანდრე […]
ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლის მიმართულების დარგობრივი საბჭო
17 თებერვალს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლის მიმართულების დარგობრივი საბჭო გაიმართა. საბჭოზე განხილული იქნა ოფისის მენეჯერის, საწყობის ლოჯისტიკის ოპერატორის, საჰაერო გადაყვანა/გადაზიდვების სპეციალისტის პროფესიული სტანდარტები. ოპტიმიზებული ჩარჩო დოკუმენტები: „საოფისე საქმე და ღონისძიებების ადმინისტრირება“, „საფინანსო სერვისები“, „სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა“, „საბაჟო საქმე“, „გაყიდვების სერვისები“, „ბუღალტრული აღრიცხვა“ და ასევე მეწარმეობის მოდულები. […]
ტრანსპორტის მიმართულების დარგობრივი საბჭო
17 თებერვალს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ტრანსპორტის მიმართულების დარგობრივი საბჭო გაიმართა. საბჭოზე განხილული იქნა ახალი, ოპტიმიზებული ჩარჩო დოკუმენტები: სატრანსპორტო ლოგისტიკის ოპერატორი, მძიმე სამშნებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი, ტრაქტორისტ-მემანქანე და სარკინიგზო გადაზიდვების პროფესიული სტანდარტი. საბჭომ დასამტკიცებლად დადებითი რეკომენდაცია მისცა წარდგენილ დოკუმენტებს. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პერსონალი აქტიურად არის […]
ტრენინგი „მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი (ესტონური ) მოდელი“
2017 წლის 20 თებერვალს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის და ჯ.ბ აუდიტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი „მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი (ესტონური ) მოდელი“, რომელსაც კერძო კოლეჯების ხელმძღვანელები და საფინანსო სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. მონაწილეებს მიესალმა ჯ.ბ აუდიტის დამფუძნებელი ბესიკ ჯობავა. ტრენინგს კი უძღვებოდა კომპანია ჯ.ბ აუდიტის ტრენერი აუდიტორი მარიამ […]
„საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მეოთხე ფორუმი
2017 წლის 20 თებერვალს გაიმართა „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მეოთხე ფორუმი. ასოციაციის პრეზიდენტმა ქალბატონმა ნინო გომელაურმა ფორუმის მონაწილეებს წარუდგინა 2015-2016 წლების ანგარიში. ფორუმის წევრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბატონმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საქართველოს პარლამენტის განათლების,მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონმა მარიამ ჯაშმა. ფორუმზე მოხდა გამგეობის წევრთა არჩევა.ხმათა […]
ინგლისური ენის სწავლების ახალი პროგრამა
საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ში ინერგება ინგლისური ენის სწავლების ახალი პროგრამა, რომელიც განხორციელდება ინტერაქტიული კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით.აღნიშნული ინოვაციური პროგრამა სტუდენტებს აძლევს საშუალებას დამატებითი აქტივობებით განივითარონ ძირითადი ენობრივი კომპეტენციები. საქართველოში აღნიშნული პროგრამის ინიციატორი გახლავთ, საქართველოს ბიზნესის აკადემია –SBA-ის ენების სკოლის დირექტორი, მიხეილ ჩილინგაროვი, რომელიც 2013 წლიდან მსგავს ინოვაციებს ნერგვას აკადემიაში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
მიმდინარე წლის 14 თებერვალს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-მ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია Queen’s Community College. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. კომპანიის დირექტირმა დაათვალიერა აკადემია, გაეცნო მუშაობის სპეციფიკას და აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.