საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, აკადემიის სტუდენტებისათვის შეიქმნა სასაუბრო კლუბი (Speaking Club), რომელსაც გაუძღვება ამერიკელი მასწავლებელი, გარეტ რობინსონი. სასაუბრო კლუბის შექმნის მიზანია, გაუღრმავოს სტუდენტებს ინგლისური ენის ცოდნა და განუვითაროს მათ უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარები.
სიახლეები
ჩინური ენის შემსწავლელი კურსები
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აცნობიერებს უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარების განვითარების მნიშვნელოვნობას და ზრუნავს ხელი შეუწყოს სტუდენტების კონკურენტუნარიანობას. მიმდინარე წლის 30 იანვარს აკადემიას ეწვივნენ კონფუცის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც გეგმავენ გახსნან ჩინური ენის შემსწავლელი კურსები აკადემიის სტუდენტებისთვის, აკადემია თავის მხრივ, გამოყოფს სივრცეს აღნიშნული კურსების განსახორციელებლად და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნას.
ტრენინგი
2018 წლის 16 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და გერმანელი და ქართველი ექსპერტების ჩართულობით ჩატარდა ტრენინგი, „სკოლა როგორც სწავლის ადგილი და „საწარმო, როგორც სწავლის ადგილი“. ტრენინგზე გადამზადდა ინსტრუქტორები, რადგან მათ თავიანთი დავალების შესასრულებლად შეძლონ სკოლისა და საწარმოს როგორც სასწავლო ადგილების მოწყობა, სწავლებისა და სასწავლო პროცესის განვითარება, გაფართოება […]
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2018 წლის 12 იანვარს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში, ხელი მოეწერა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ასოციაციებს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთო საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და იმპლიმენტაციას, საკანონმდებლო ინიციატივების ერთობლივად მომზადებას, ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფას,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელთა პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაზე ერთობლივ ზრუნვას, განათლების მართვის სისტემის […]
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2017 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კრწანისის რაიონის გამგეობას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევაში, მოაწყობენ ერთობლივ ღონისძიებებს, სემინარებსა და კონფერენციებს.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დაჯილდოება
2017 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”-ში დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის 2017 წლის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. შემაჯამებელი კონფერენციის მიზანი საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა იყო. წლის […]
ლექცია თემაზე: „ელექტრონული გადახდების სისტემა”
2017 წლის 21 დეკემბერს, სს “ხალიკბანკის” საბანკო ბარათების დეპარტამენტის უფროსმა, ქალბატონმა მაია ხელაძემ ჩაატარა ლექციას თემაზე: „ელექტრონული გადახდების სისტემა”. შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო, ქალბატონმა მაიამ ისაუბრა თანამედროვე საგადახდო ინსტრუმენტების შესახებ და სტუდენტებს აუხსნა რა უპირატესობები აქვს ბარათით სარგებლობას.
ხელშეკრულებების გაფორმება
2017 წლის 20 დეკემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ, დაწესებულებაში გამართულ დასაქმების ფორუმზე პარტნიორობისა და პრაქტიკის ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიებთან: GREENWAY LOCISTIC LTD და BE GROUP. მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ რეალურ გარემოში დაეუფლონ პროფესიებს, გაიარონ სტაჟირება და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად.
დასაქმების ფორუმი
2017 წლის 20 დეკემბერს, გაიმართა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პროფესიული მომზადება- გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებულმა ბენეფიციარებმა, აკად ემიის პროფესიული და საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულებმა და სტუდენტებმა. დასაქმების ფორუმის პირველი ნაწილი გახსნა და მოწვეულ სტუმრებს […]
დასაქმების ფორუმი
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის კურსდამთავრებულებს! გვაქვს პატივი მოგიწვიოთ, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმზე. ეს უნიკალური შესაძლებლობაა თქვენთვის, მოახდინოთ კომუნიკაცია პოტენციურ დამსაქმებლებთან, წარუდგინოთ საკუთარი თავი და მიიღოთ დასაქმების რეალური შანსი. ფორუმი გაიმართება ამა წლის 20 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში. მისამართი: რუსთავის გზატკეცილი 18-22, თბილისი.