კატეგორიის გარეშე

პარტნიორი კომპანიის დაბადების დღე

პარტნიორი კომპანიის დაბადების დღე

დღეს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პარტნიორი კომპანია “QBQ”-ს დაბადების დღეა. შეგახსენებთ, რომ წელს ეს კომპანია დაჯილდოვდა როგორც აკადემიის საუკეთესო პარტნიორი, რადგან კომპანია ყოველთვის გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებითა და აქტიური თანამშრომლობით. სწორედ ამის დასტურია კომპანიის დირექტორის მაკა მჟავანაძის დაბადების დღის კრეატიული აღნიშვნა და ამ სიხარულის პარტნიორებთან გაზიარება. აკადემია ულოცავს ქალბატონ მაკას და მის […]

Read More

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ისა და Ukrainian National Technical University შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. მხარეები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევასა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში.

ტრენინგი „პროექტის ციკლი მართვა”

ტრენინგი „პროექტის ციკლი მართვა”

14-15 ნოემბერს, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში ევროკავშირის EUVEGE პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „პროექტის ციკლი მართვა” საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორებისათვის. ტრენინგის კურსს უძღევებოდა ევროკავშირის ექსპერტ/ტრენერი ბატონი, პავლე თვალიაშვილი. ტრენინგზე გამოყენებული იქნა პრაქტიკული მეთოდოლოგია პროექტების წერის უნარების გასაუმჯობესებლად. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.  

ავტორიზაციის ახალი სტანდარტების განხილვა

ავტორიზაციის ახალი სტანდარტების განხილვა

2017 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, სადაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და კვოტის დათვლის მექანიზმი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების დროს. შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ბატონმა […]

Read More

სენატის სხდომა

სენატის სხდომა

2017 წლის 16 ნოემბერს შედგა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს სენატის სხდომა. სენატის წევრებმა განიხილეს აკადემიისთვის მნიშვნელოვანი საკითხები: ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დამატება და ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, ასევე წარადგინეს ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანგარიში და განიხილეს მომავალი სტრატეგიული გეგმა.

ტრენინგი „მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის პრაქტიკული უნარების განვითარება“

ტრენინგი „მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის პრაქტიკული უნარების განვითარება“

2017 წლის 6-7 ნოემბერს სასტუმრო „ბეტსიში“ MCA-G პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ (ISWD) ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით გაიმართა ორდღიანი ტრენინგი თემაზე: „მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის პრაქტიკული უნარების განვითარება“. აღნიშნული ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებში მონაცემების შეგროვების და ანალიზის უნარების და კარიერული კონსულტირებისას საჭირო უნარების განვითარება. ტრენინგი ასევე […]

Read More

პოეზიის საღამო “შემოდგომის რითმები“

პოეზიის საღამო “შემოდგომის რითმები“

2017 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში, თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო პოეზიის საღამო “შემოდგომის რითმები“. საღამოს უძღვებოდნენ ახალგაზრდა პოეტები ირაკლი ჭიკაიძე და ანი ნოზაძე. ღონისძიება ინტერაქტიული ხასიათის იყო, დამსწრეებმა კითხვებით მიმართეს ახალაგაზრდა პოეტებს მათი შემოქმედების შესახებ. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სგან პოეტებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. აკადემია მადლობას უხდის მოწვეულ სტუმრებს ლამაზი საღამოსთვის. […]

Read More

საფეხბურთო ნახევარფინალური და ფინალური თამაშები

საფეხბურთო ნახევარფინალური და ფინალური თამაშები

მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში საფეხბურთო ნახევარფინალური და ფინალური თამაშები გაიმართა. ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები: „პირველი მერცხალი“ და „კავკასია“, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელმა მოიპოვა , ხოლო “SBA Team”-სა და „მეორე მერცხალს“-ს შორის – გუნდმა „მეორე მერცხალმა“. ფინალურ თამაშში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გუნდები: „მეორე მერცხალი“ და „კავკასია“, სადაც გამარჯვება გუნდმა […]

Read More

ბიზნეს იდეების განხილვა

ბიზნეს იდეების განხილვა

მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სტუდენტები კომპანია გრინლაინ ჯგუფის წარმომადგენლებს, და დირექტორს, ბიზნესმენ რეზა ალირეზაი ტაბრიზს შეხვდნენ. შეხვედრაზე სადაც განხილულ იქნა SBA-ის საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხები, ბიზნეს იდეები.    

საფეხბურთო მეოთხედფინალი

საფეხბურთო მეოთხედფინალი

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში საფეხბურთო მეოთხედფინალი გაიმართა. ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები: „პირველი მერცხალი“ და „მეორე მერცხალი“, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელმა მოიპოვა , ხოლო “SBA Team”-სა და „კავკასია“-ს გუნდებს შორის – გუნდმა „კავკასიამ“.