21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. 2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA უერთდება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს და ცნობიერების ამაღლების კამპანიას. ჩვენთან ქრომოსომებს არ ითვლიან!
სიახლეები
ლექცია თემაზე: „QBQ -პირადი პასუხისმგებლობა და მოტივაცია“
2017 წლის 23 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს ბიზნესის აკადემიაSBA-ში პარტნიორი კომპანიის მიერ ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: „QBQ -პირადი პასუხისმგებლობა და მოტივაცია“ ლექციას გაუძღვება, კომპანია Question Behind the Question-ის დირექტორი, ქალბატონი მაკა მჟავანაძე. განსახილველი თემებია: რა არის წარმატება; როგორ გავხდეთ წარმატებულნი; 5 ძირითადი პრინციპი იმისთვის, რომ გავხდეთ წარმატებულნი; QBQ-პირადი პასუხისმგებლობა და […]
ლექცია კარიერული განვითარებისა და პროფესიული კონსულტირების სერვისის შესახებ
2017 წლის 22 მარტს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში სოციალური მომსახურების სააგენტოს პროფესიონალ კონსულტატთა გუნდი, კარიერული განვითარებისა და პროფესიული კონსულტირების სერვისის შესახებ ჩაატარებს ლექციას. კონსულტატთა გუნდი სტუდენტებს ასწავლის იმ საჭირო ნიუანსებს ,როგორიცაა შრომის ბაზარზე ქცევის წესები,სამუშაოს მოძიება, საჭირო დოკუმენტაციის შევსება , დამსაქმებელთა წარდგენა და ასე შემდეგ. აღნიშნული შეხვედრა ემსახურება სტუდენტების, პოტენციური სამუშაოს […]
საჯარო ლექცია
2017 წლის14 მარტს,საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: ’’სიყვარული ქართველი მეფეების ცხოვრებაში“. რომელსაც უძღვებოდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქრისტინე მაჭარაშვილი. შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო. ლექცია წარიმართა საინტერესოდ, სტუდენტებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ ისტორიებთან დაკავშირებით შეხვედრამ ცხადყო საჯარო ლექციების სერიათა გაგრძელება, სტუდენტთა ინტერესიდან გამომდინარე შეირჩევა სასურველი და საინტერესო თმები.
აბიტურიენტთა საინფორმაციო ცენტრი
2017 წლის 11 მარტს პროექტ „ჩემი მომავლის სასწავლებელი“-ს ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრი“-ს ორგანიზებით გაიხსნა აბიტურიენტთა საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ერთი კვირის მანძილზე დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ ინფორმაცია უმაღლესი სასწავლებლების შესახებ. საინფორმაციო ცენტრში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სასწავლებლის საპრეზენტაციო კუთხეები, სადაც მათი წარმომადგენლები პასუხობდნენ აბიტურიენტების მიერ დასმულ შეკითხვებს. აღნიშნულ […]
„ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“
2017 წლის 9 მარტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებულ და მონაწილე კომპანიებს სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიება გახსნეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ საქართველოში ნიკოლას ბერლინელმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ერიკა კვაპილოვამ. […]
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
მიმდინარე წლის 9 მარტს , საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-მ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია Question Bahind the Question . აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. მხარეები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების მათ შორის სტუდენტთა დასაქმებისა და ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში.
სამუშაო შეხვედრა
2017 წლის 7 მარტს სოციალური მომსახურების სააგენტომ გამართა სამუშაო შეხვედრა, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროექტში ჩართულ ორგანიზაჩიებთან. მათი ინფორმაციით უმოკლეს ვადაში დაიწყება გადამზადების შემდეგი ეტაპი. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პრეზენტაცია
2017 წლის 22 თებერვალს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016 წელს განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაცია გამართა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორმა, ქალბატონმა მაგდა მაღრაძემ გასულ წელს პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და წარმატებაზე ისაუბრა და აუდიტორიას სამომავლო გეგმები გააცნო. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა ალექსანდრე […]
ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლის მიმართულების დარგობრივი საბჭო
17 თებერვალს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლის მიმართულების დარგობრივი საბჭო გაიმართა. საბჭოზე განხილული იქნა ოფისის მენეჯერის, საწყობის ლოჯისტიკის ოპერატორის, საჰაერო გადაყვანა/გადაზიდვების სპეციალისტის პროფესიული სტანდარტები. ოპტიმიზებული ჩარჩო დოკუმენტები: „საოფისე საქმე და ღონისძიებების ადმინისტრირება“, „საფინანსო სერვისები“, „სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა“, „საბაჟო საქმე“, „გაყიდვების სერვისები“, „ბუღალტრული აღრიცხვა“ და ასევე მეწარმეობის მოდულები. […]