საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA ნიკა ჯიაძესთან ერთად აგრძელებს კამპანიას #გამოხატე, რომლის ფარგლებში გიწვევთ ესეებისა და ჩანახატის კონკურსში. კამპანია #გამოხატე გულისხმობს ისეთი სიტყვისა და ქმედების გამოვლენას, რომელიც ცვლის ადამიანთა ცხოვრებას. კონკურსში მონაწილეობის პირობები: ქვემოთ მოცემულ ფრაზების შესახებ უნდა დაწეროთ ესე ან ჩანახატი: 1.უბრალოდ, მოკითხვა მინდოდა მომენატრე! 2.შეიძლება მოვიცალო შენს გვერდით ვარ! […]
Our Blog
სწავლა განახლდება 13 იანვარს!
👉ძვირფასო სტუდენტებო საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, სწავლა განახლდება 2020 წლის 13 იანვარს. 📍10:00 სთ. წარმატებებს გისურვებთ!
ტრენინგი “ჭრილობების მართვა”
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩაატარებს ტრენინგს “ჭრილობების მართვა”. ✅კურსი განკუთვნილია ექთნებისთვის 📅ტრენინგის ჩატარების თარიღები: 21-22 დეკემბერი ⏰დაწყების დრო: 11:00 სთ დამთავრების დრო: 16:00 სთ 👉ტრენინგში მონაწილეობა უფასოა 👉გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი 📌ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია 🔎 რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ შემდეგ ბმულს – https://docs.google.com/…/1KC3Fz9VzUAusw7V4S82-5kz1…/prefill 👆რეგისტრაციისთვის საჭიროა მითითებულ მეილზე გამოაგზავნოთ სახელი, გვარი […]
პროფესიული სტუდენტის შეფასების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
👉2019 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემიამ -SBA-ში, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებს შორის პროფესიული სტუდენტის შეფასების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კოლეჯების 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ✅შეხვედრაზე განიხილეს შეფასების სისტემის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, შეფასების […]
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა მორიგმა ჯგუფებმა დაასრულეს
📣 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა მორიგმა ჯგუფებმა დაასრულეს. მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
2019 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში სწავლა დაიწყო
📣2019 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში სწავლა დაიწყო შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: საექთნო საქმე, ფარმაცია, ტურიზმი, ინფორმაციის ტექნოლოგი. 👆შეგახსენებთ, რომ წელს პირველად ხდება, როდესაც კერძო კოლეჯებში სტუდენტები სახელმწიფო ვაუჩერული დაფინანსებით ჩაირიცხნენ. ✅სტუდენტებს შეხვდნენ ხარისხის მართვისა და სასწავლო პროცესის სამსახურის ხელმძღვანელები. გააცნეს აკადემიაში არსებული სწავლების სპეციფიკა და წარმატებული წელი უსურვეს.
საწარმოო პრაქტიკა
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის, საბაჟო საქმისა და ლოგისტიკის მიმართულების მსმენელები საწარმოო პრაქტიკის განხორციელების მიზნით იმყოფებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გეზ) ,,თბილისი“. მსმენელებმა გეზის ტერიტორია დაათვალიერეს და სპეციალურად მათთვის გამართულ პრეზენტაციაზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეების, სერვისებისა და პროცედურების […]
პროფესიული მომზადების/ პროფესიული გადამზადების პროგრამის მონიტორინგის სქემის პრეზენტაცია და განხილვა
25 ნოემბერს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში პროფესიული მომზადების/ პროფესიული გადამზადების პროგრამის მონიტორინგის სქემის პრეზენტაცია და განხილვა ჩატარდა. 📌 განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის წარმომადგენლებმა, რომლებმაც პროფესიული მომზადების პროგრამის *დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში”ერთობლივად განხორციელების უფლება წარმატებით მოიპოვეს.
სწავლა დაიწყება 2 დეკემბერს
#საქართველოსბიზნესისაკადემიაSBA 📣სწავლის დაწყების დრომ გადაიწია!!! 👉სწავლა დაიწყება 2 დეკემბერს.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა მორიგმა ჯგუფებმა წარმატებით დაასრულეს
📣 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა მორიგმა ჯგუფებმა დაასრულეს. მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა