Our Blog

დასკვნითი კონფერენცია

დასკვნითი კონფერენცია

2017 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე, საქართველოს პროფესიული კავშირების მოწვევით იმყოფებოდა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის- „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების, 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი“- შემაჯამებელ ,დასკვნით კონფერენციაზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზი, რომელიც წინა წელთან შედარებით […]

Read More

პარტნიორობისა და პრაქტიკის ხელშეკრულებები

პარტნიორობისა და პრაქტიკის ხელშეკრულებები

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, მალე დამატებით საზოგადოებას შესთავაზებს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების პროფესიულ მოდულურ პროგრამებს. მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმისა და ფინანსური მიმართულების პროგრამის ადაპტირებასა და პარტნიორი ორგანიზაციების მოსაძიებლად. ამ მიზნით, გაფორმდა პარტნიორობისა და პრაქტიკის ხელშეკრულებები კომპანიებთან : „გუდვილი“, „კონკორდ თრეველი“, „ერენდელ თრეველი“, „იკო&გიო“, „დანიდე“, სადაც სტუდენტები შეძლებენ რეალურ გარემოში დაეუფლონ პროფესიებს, გაიარონ სტაჟირება […]

Read More

საჯარო ლექცია, თემაზე: „პირველადი სამედიცინო დახმარება“

საჯარო ლექცია, თემაზე: „პირველადი სამედიცინო დახმარება“

2017 წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, სამედიცინო პროფილის საზოგადოებრივი კოლეჯი “პანაცეა”-ს პროფესიული განათლების მასწავლებელმა ქალბატონმა ია გელენიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია, თემაზე: „პირველადი სამედიცინო დახმარება“. სემინარის მსვლელობისას გამოყენებულ იქნა მულაჟები, რომელთა საშუალებით შეიქმნა რეალური გარემო. ქალბატონმა იამ, სტუდენტებს ესაუბრა დროულად და სწორად ჩატარებული პირველადი დახმარების მნიშვნელოვნებაზე. სემინარი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, […]

Read More

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს , საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და საზოგადოებრივ კოლეჯ “პანაცეა“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. მხარეები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევასა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში, ასევე ხელს შეუწყობენ ერთმანეთის საქმიანობის პოპულარიზაციას.

დეკანის მილოცვა პროფესორ-მასწავლებლებს

დეკანის მილოცვა პროფესორ-მასწავლებლებს

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა შორენა ხუბუნაიამ, სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებს.  

ინეტელქტუალური ბიზნეს ოლიმპიადის მოთამაშის დაჯილდოება

ინეტელქტუალური ბიზნეს ოლიმპიადის მოთამაშის დაჯილდოება

როგორც ცნობილია, 2017 წლის აპრილის თვეში, აჭარაში ინეტელქტუალური ბიზნეს ოლიმპიადა გაიმართა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია SEPIA-ს ორგანიზებით. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, აკადემიის მიერ დაწესებული ჯილდო პლანშეტური კომპიუტერი, მოთამაშეთა შორის საუკეთესო კითხვის ავტორის გამარჯვებულს დავით ფუტკარაძეს, აკადემიის პროფესორმა და ბიზნეს ოლიმპიადის […]

Read More

ტერაბანკის დარგობრივი აუდიტორიის გახსნა

ტერაბანკის დარგობრივი აუდიტორიის გახსნა

2017 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, პარტნიორი კომპანია ტერაბანკის ინიციატივით დარგობრივი აუდიტორია გაიხსნა, სადაც ბანკის მოლარე ოპერატორის პროგრამის სტუდენტები, სამუშაო გარემოში დაეუფლებიან პროფესიის შესაბამის უნარებს.  

სასწავლო წლის დაწყების  საზეიმო ცერემონია

სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონია

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აკადემიის დირექტორმა, ქალბატონმა ია ერაძემ, მიულოცა სასაწავლო წლის დაწყება და წარმატებები უსურვა მათ. ასევე სიტყვით გამოვიდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და აკადემიის პროფესორი ბატონმა […]

Read More

ინგლისური და ქართული ენის ფლობის განმსაზღვრელი შეფასება

ინგლისური და ქართული ენის ფლობის განმსაზღვრელი შეფასება

2017 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, ჩატარდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის ინგლისური და ქართული ენის ფლობის განმსაზღვრელი შეფასება.