მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში, პროფესორ მასწავლებლებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკური მომსახურების წარმომადგენლებს შორის შედგა შეხვედრა, სადაც ისაუბრეს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროფილის შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების გამოყენების, ინფორმაციის დაცულობის შესახებ. აიტის თანამშრომლებმა უპასუხეს პროფესორ -მასწავლებლების მხრიდან დასმულ შეკითხვებს და აუხსნეს ის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის ხარისხის […]
Our Blog
შეხვედრა ბალტიის საერთაშორისო აკადემიის ვიცე-რექტორთან
2016 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს , სტუმრობდა პარტნიორი, ი, ქალბატონი ინტა ბუკა. შეხვედრაზე განიხილეს მემორანდუმის ფარგლებში შემავალი საკითხები, იმსჯელეს საქართველოსა და ლატვიის უმაღლეს სასწავლებლებში გაცვლითი პროგრამების, კრედიტების აღიარებისა და სტუდენტთა ჩარიცხვის შესაძლებლობების შესახებ. ერთმანეთს გააცნეს სამომავლო გეგმები, დაისახა კონკრეტული აქტივობები. შეხვედრის ბოლოს ერთმანეთს გადასცეს სამახსოვრო საჩუქარი.
“პროფესიული მასწავლებლების ტრენინგი საწარმოში “
მიმდინარე წლის 21, 22, 23 ოქტომბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში, ჩატარდა “პროფესიული მასწავლებლების ტრენინგი საწარმოში” , ბუღალტრებისა და ბუღალტერ-ტექნიკოსებისთვის, რომელიც დაგეგმილი იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდნენ მასწავლებლები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან . შეხვედრა დადებითად შეფასდა ორგანიზატორებისა და მონაწილეების მხრიდან .
სამუშაო შეხვედრა აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან
მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ორგანიზებით შედგა სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა აკადემიის რექტორი, კახაბერ ერაძე. შეხვედრაზე განხილულ იქნა სტუდენტთა ცოდნის შეფასების წესში შეტანილი ცვლილებები, პრაქტიკაში მათი განხორციელების გზები და პერსპექტივები. პროფესორ-მასწავლებლებმა ისაუბრეს მათ მიერ დაგეგმილი შეფასების პროცესის თაობაზე. გაანალიზდა შეფასების ამათუიმ კომპონენტისა და სახეობის მიზანშეწონილობის […]
„სამუშაო ადგილზე სწავლების საუკეთესო პრაქტიკა“ – პროექტის შედეგების პრეზენტაცია
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით, „პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტს“ ახორციელებს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში პირველადი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, პროექტის ძირითად მიზანს, შრომის ბაზრის მთავარი გამოწვევის – პროფესიული და ტექნიკური მომზადების დონის გაუმჯობესების საუკეთესო პრაქტიკის პრეცედენტის შექმნა წარმოადგენს. განხორცილებული აქტივობების შედეგად, რეგიონალური და თბილისის საწარმოების ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, „სამუშაო ადგილზე სწავლების” […]
შეგროვებული მაკულატურის გადაცვლა წიგნებში
საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA წლის განმავლობაში ჩართულია აქციაში „შეაგროვე მაკულატურა და გაუფრთხილდი ბუნებას! გამწვანებული ბუნება – შენი მწვანე მომავალია! ’’ აქციის ფარგლებში შეგროვებული მაკულატურა გადაიცვალა წიგნებში, რომლითაც გამდიდრდა SBA-ს ბიბლიოთეკა. მეცნიერთა გამოთვლით ,1 ტონა მაკულატურით 5 კუბურ მეტრამდე ხის მასალის ეკონომია ხდება, რაც 20-25 ხის გადარჩენის საშუალებას იძლევა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შპს “პრობლემური აქტივების ბიურო” სთან
მიმდინარე წლის 26სექტემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემიამ შპს „პრობლემური აქტივების ბიურო“ სთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. კომპანია შეთანხმებული პირობებით ჩაერთვება ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში, სასწავლო და პროფესიული პრაქტიკების შესაბამისი უზრუნველყოფის გზით. მხარეები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების მათ შორის სტუდენტთა დასაქმებისა და […]
მასტერკლასი “სიმდიდრის ფსიქოლოგია”
მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში მასტერკლასი „სიმდიდრის ფსიქოლოგია“ ჩატარდა, რომელსაც უძღვებოდა დოქტორი, პირადი და ორგანიზაციული განვითარების მრჩეველი, ბატონი ალი რუჯარნეჯადი. აკადემიის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ბატონმა ალიმ წარმატებისა და გამდიდრებისთვის საინტერესო რჩევები მისცა . ტრენერის თქმით,დევიზი რომელიც გაგვხდის მდიდარ ადამიანად შემდეგია : ’’აირჩიე ისეთი მისაბაძი პიროვნება ვისი მსგავსიც გინდა […]
შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებთან
2016 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ში MCA Georgia-ს ISWD-ს პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, სადაც მოწვეული ოყო, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, მინიმუმ 60 პედაგოგი. აღნიშნული შეხვედრა ითვალისწინებდა სავალდებულო მოდულების „მეწარმეობისა “ და „გაცნობითი პრაქტიკის“ – შეფასების ინსტრუმენტების პილოტირების შედგების გაცნობას; პროექტის ფარგლებში, მიმდინარე პერიოდში მოხდა, აღნიშნულ მოდულებში, 5 საზოგადოებრივი […]
სასწავლო წლის გახსნისადმი მიძღვნილი ცერემონია
მიმდინარე წლის 26 სექტემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აკადემიის რექტორმა, ბატონმა კახაბერ ერაძე, რომელმაც ისაუბრა განათლების მნიშვნელობაზე, მიღებული ცოდნის სწორად რეალიზების, განათლების საჭიროებასა და სტუდენტების დასაქმებაზე. ქალბატონმა ია ერაძემ, აკადემიის პარტნიორ დამსაქმებელ კომპანიებს: ტერა ბანკს, შემოსავლების სამსახურს და […]