სიახლეები

ვიზიტი ეროვნულ ბანკსა და სიმონ ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმში

ვიზიტი ეროვნულ ბანკსა და სიმონ ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმში

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოლდენბურგის პროფესიული მომზადების უმაღლესი სკოლა BBS Wechloy-ის „ტურიზმისა“ და „ფინანსების“ პროგრამის სტუდენტები და მასწავლებლები, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ტურიზმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან ერთად პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სიმონ ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმში.  

BBS Wechloy-ის სტუდენტებისა და მასწავლებლების ვიზიტი აკადემიაში

BBS Wechloy-ის სტუდენტებისა და მასწავლებლების ვიზიტი აკადემიაში

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ის მოწვევით, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საქართველოს სტუმრობენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოლდენბურგის პროფესიული მომზადების უმაღლესი სკოლა BBS Wechloy-ის „ტურიზმისა“ და „ფინანსების“ პროგრამის სტუდენტები და მასწავლებლები, რომლებიც 2019 წლის 25 მარტს სამუშაო შეხვედრის ფორმატში ეწვივნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ის. ➡აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ უცხოელ სტუმრებს, […]

Read More

უმაღლესი სკოლა BBS Wechloy

უმაღლესი სკოლა BBS Wechloy

მიმდინარე წლის 24 მარტს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის მოწვევით, პარტნიორობისა და ურთიერთანამშრომლობის, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოლდენბურგის პროფესიული მომზადების უმაღლესი სკოლა BBS Wechloy-ის „ტურიზმისა“ და „ფინანსების“ პროგრამის სტუდენტები და მასწავლებლები. ვიზიტი ითვალისწინებს ზემოაღნიშნული პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის გაცნობას რეალურ გარემოში. საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ისა და „ტურიზმის“ პროფესიული საგანმანათლებლო […]

Read More

მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!

მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. 2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA უერთდება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს და ცნობიერების ამაღლების კამპანიას. ჩვენთან ქრომოსომებს არ ითვლიან!

საწარმოო პრაქტიკა

საწარმოო პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA -ის „საბაჟო საქმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკის მომდევნო ეტაპის განხორციელებას, „გაკო ტერმინალის“ შემდეგ, განაგრძობენ შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისსა“ და გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტში“. შემოსავლების სამსახური საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA –ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც ხელს უწყობს დაწესებულებას „საბაჟო საქმის“ პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის სრულყოფილ განხორცილებაში.

კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“

კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“

2019 წლის 11 მარტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, აღნიშნულ კონკურსში უკვე მესამედ დაჯილდოვდა, აკადემიის დირეტორს ქალბატონ ია ერაძეს გადაეცა სერტიფიკატი . ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016 წელს ჩაუყარა საფუძველი ყოველწლიურ ჯილდოს „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის,“ რომელიც მიზნად ისახავს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა […]

Read More

ნოვრუზ ბაირამი

ნოვრუზ ბაირამი

ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებსა და ყველა აზერბაიჯანელს ვულოცავთ ნოვრუზ ბაირამს. ნოვრუზ ბაირამი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების ეროვნული დღესასწაულია. ნოვრუზ ბაირამი კულმინაციას 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დროს აღწევს. ამ დღეს იშლება სუფრა, მზადდება ტრადიციული კერძები და სრულდება ისეთი რიტუალები, რომელთა წყალობითაც გაზაფხულმა, ანუ ახალმა წელმა, ოჯახი […]

Read More

კრწანისის რაიონის გამგებელმა გასული წლის ანგარიში წარადგინა

კრწანისის რაიონის გამგებელმა გასული წლის ანგარიში წარადგინა

მიმდინარე წლის 25 თებერვალს, კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ გასული წლის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას რაიონში მცხოვრები მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საჯარო სკოლებისა და ბაღების დირექტორები ესწრებოდნენ. მათ შორის საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე. პრეზენტაციაზე 2018 წლის ანგარიშთან ერთად, გამგებელმა დამსწრე საზოგადებას 2019 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო.  

სამუშაო შეხვედრა

სამუშაო შეხვედრა

✅2019 წლის 19 თებერვალს, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა- ასოცირებული ხარისხი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მოდელისა და სტრუქტურის კომპონენტების პრეზენტაცია. ✅პროექტის გუნდის ლიდერმა და წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, პროექტის მოკლე ციკლის საგანმანათლებლო მოდელისა და სისტემის კომპონენტების შესახებ. ✅აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე.