სიახლეები

ტრენინგი თემაზე: „პირველადი გადაუდებელი დახმარება“

ტრენინგი თემაზე: „პირველადი გადაუდებელი დახმარება“

2018 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი “იმედი”-ს პროფესიული განათლების მასწავლებელმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ტრენერმა ბორის ოსიპიანმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „პირველადი გადაუდებელი დახმარება“. ტრენინგის მსვლელობისას გამოყენებული იქნა მულაჟები, რომელთა საშუალებით შეიქმნა რეალური გარემო. ტრენერმა, სტუდენტებს, მასწავლებლებსა და აკადემიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ესაუბრა დროულად და სწორად ჩატარებული პირველადი […]

Read More

ჯონ პიტერ გრაციანო

ჯონ პიტერ გრაციანო

2018 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ნორთრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ჯონ პიტერ გრაციანო, რომელიც აკადემიის მრჩეველი გახლავთ. ვიზიტის ფარგლებში მან დაათვალიერა აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნო ინგლისური ენის სწავლების სპეციფიკას და დაესწრო ინგლისური ენის ლექციას. ბატონი ჯონი შეხვდა აკადემიის სტუდენტებს. დაიგეგმა მომავალი სამუშაო შეხვედრა პროფესიულ მასწავლებლებთან, ენის სწავლების […]

Read More

სენატის სხდომა

სენატის სხდომა

2018 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, გაიმართა სენატის სხდომა. სენატის ახალი შემადგენლობა გაეცნო 2018-2024 სტრატეგიულ და 2018-2019 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმას, შიდა მარეგულირებელ აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტს. სენატმა იმსჯელა მომდევნო სასწავლო წლისათვის დასამატებელი პროგრამების ინიცირების საკითხზე, მათ შორის დუალური მიდგომით განხორციელების შესაძლებლობებზე და სხვა მიმდინარე საკითხებზე.

სამუშაო შეხვედრა აკადემიის პერსონალთან

სამუშაო შეხვედრა აკადემიის პერსონალთან

2018 წლის 2, 3 და 5 ნოემბერი, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, განხორციელდა ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოდულური/დუალური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში დანერგვის გარე მხარდაჭერის სპეციალისტის ქეთევან ჯანელიძის ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აკადემიის პერსონალთან.

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA რვა წლისაა!

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA რვა წლისაა!

რვა წლის წინ ხარისხიანი განათლების ერთ-ერთი მძლავრი კერა დაარსდა. ამ წლების მანძილზე ხარისხი აკადემიის პრიორიტეტს წარმოადგენდა, რომლის წყალობითაც თავის რვაწლის იუბილეს ათასობით კურსდამთავრებულით, სტუდენტით, მსმენელით, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალით, მასწავლებლით, პარტნიორი ორგანიზაციით და კეთილგანწყობილი ადამიანით-“ეს-ბი-ელებით” ხვდება. SBA სწორედ საერთო ხედვის და ღირებულებების მატარებელი ადამიანთა გაერთიანებაა, SBA-ელებო გილოცავთ!

კომპანია „intelitek“

კომპანია „intelitek“

2018 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში იმყოფებოდნენ კომპანია „intelitek“ -ის წარმომადგენლები. “ Intelitek“ არის ცნობილი წამყვანი ამერიკული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო კურსების მიწოდებას ტექნოლოგიის სფეროში. აღნიშნული კომპანია, ეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შეუქმნან სტუდენტებს ინტერაქტიული ტექნოლოგიური გარემო. კომპანიის წარმომადგენლებმა, აკადემიას შესთავაზეს თანამშრომლობა. აკადემია მზად არის გადადგას პროგრესული ნაბიჯები ტექნოლოგიის მიმართულებით და […]

Read More

გერმანელი ექსპერტების ვიზიტი

გერმანელი ექსპერტების ვიზიტი

2018 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში მულტიპლიკატორების კვალიფიკაციის ასამაღლებელი საპილოტე პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ გერმანელი ექსპერტები. ვიზიტის ფარგლებში, აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ ექსპერტებს გააცნო სასწავლებლის ინფრასტრუქტურა, მიაწოდა ინფორმაცია სასწავლო პროცესის, პროგრამებისა და აკადემიის პერსპექტივების შესახებ. სტუმრები შეხვდნენ აკადემიის პერსონალსა და სტუდენტებს. დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის ნაბიჯები. ქალბატონმა იამ სტუმრებს, სიმბოლური […]

Read More

კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“

კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“

2018 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ (საჭიროება/კვალიფიკაცია/დასაქმება), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს-სექტორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგობრივი ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მიზანი დუალური პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ საკითხზე ბიზნესის ჩართულობით მაღალი რანგის დისკუსიის გამართვა იყო. კონფერენცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის […]

Read More

შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი

შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი

2018 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარა. ერთმანეთს შეხვდა ორი გუნდი: მებაჟეები და SBA-ის WOLVES. საინტერესო და დაძაბული თამაშის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი SBA-ის WOLVES.

გაცნობითი პრაქტიკა

გაცნობითი პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული პროგრამის სტუდენტები, გაცნობითი პრაქტიკის მოდულის ფარგლებში იმყოფებოდნენ პარტნიორ ორგანიზაცია – ფინანსურ ოფისში.