სიახლეები

შესარჩევი ტური

შესარჩევი ტური

გრძელდება ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადის შესარჩევი ტური ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლებში. საინტერესო და მონდომებული მე-11,-მე-12 კლასის მოსწავლეები გამოვლინდნენ N4, N2, N17 საჯარო სკოლებში, რომლებიც იბრძოლებენ გამარჯვებისათვის. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA წარმატებას უსურვებს მონაწილეებს!  

შესარჩევი ტური

შესარჩევი ტური

გრძელდება ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადის შესარჩევი ტური, ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლებში. საინტერესო და მონდომებული მე-11-მე-12 კლასის მოსწავლეები გამოვლინდა N10 საჯარო სკოლაში, რომლიც იბრძოლებს გამარჯვებისათვის. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA წარმატებას უსურვებს მონაწილეებს!  

ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენები“

ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენები“

დაიწყო ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენები“, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების მე-11-მე-12 კლასის მოსწავლეები. ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან, საქართვლოს ბიზნესის აკადემია -SBA და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია- SEPIA. ოლიმპიადის მხარდამჭერები: შემოსავლების სამსახური, ტერაბანკი, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ფინანსური მართვის ჯგუფი-FMG, სამოტივაციო ვებ-გვერდები […]

Read More

შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

აკადემიის პროფესიული განათლების დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატებაზე. 2018 წლის 17 თებერვალს გაიმართა შეხვედრა ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგისა და ოფისის მენეჯერის მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებლებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგისა და ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, განხორციელების მიდგომები, მატერიალური და ადამიანური რესურსები. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროფესიული განათლების […]

Read More

შეხვედრა საბაჟო საქმის მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

შეხვედრა საბაჟო საქმის მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

აკადემიის პროფესიული განათლების დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატებაზე. 2018 წლის 15 თებერვალს გაიმართა შეხვედრა საბაჟო საქმის მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებლებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საბაჟო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, განხორციელების მიდგომები, მატერიალური და ადამიანური რესურსები. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის, ქალბატონი შორენა ხუბუნაიას განცხადებით, მსგავსი დარგობრივი […]

Read More

ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი

მიმდინარე წლის 2 თებერვალს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი. მხარეები ითანმშრომლებენ უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების ძირითადი პრინციპების, სწავლებისა და შემოქმედების ინტეგრირების, ერთობლივი საგანმანათლებლო და სხვა პროექტების განხორციელების მიმართულებით.  

სასაუბრო კლუბი

სასაუბრო კლუბი

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, აკადემიის სტუდენტებისათვის შეიქმნა სასაუბრო კლუბი (Speaking Club), რომელსაც გაუძღვება ამერიკელი მასწავლებელი, გარეტ რობინსონი. სასაუბრო კლუბის შექმნის მიზანია, გაუღრმავოს სტუდენტებს ინგლისური ენის ცოდნა და განუვითაროს მათ უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარები.

ჩინური ენის შემსწავლელი კურსები

ჩინური ენის შემსწავლელი კურსები

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აცნობიერებს უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარების განვითარების მნიშვნელოვნობას და ზრუნავს ხელი შეუწყოს სტუდენტების კონკურენტუნარიანობას. მიმდინარე წლის 30 იანვარს აკადემიას ეწვივნენ კონფუცის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც გეგმავენ გახსნან ჩინური ენის შემსწავლელი კურსები აკადემიის სტუდენტებისთვის, აკადემია თავის მხრივ, გამოყოფს სივრცეს აღნიშნული კურსების განსახორციელებლად და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნას.

ტრენინგი

ტრენინგი

2018 წლის 16 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და გერმანელი და ქართველი ექსპერტების ჩართულობით ჩატარდა ტრენინგი,  „სკოლა როგორც სწავლის ადგილი და „საწარმო, როგორც სწავლის ადგილი“. ტრენინგზე გადამზადდა ინსტრუქტორები, რადგან მათ თავიანთი დავალების შესასრულებლად შეძლონ სკოლისა და საწარმოს როგორც სასწავლო ადგილების მოწყობა, სწავლებისა და სასწავლო პროცესის განვითარება, გაფართოება […]

Read More

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2018 წლის 12 იანვარს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში, ხელი მოეწერა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ასოციაციებს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთო საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და იმპლიმენტაციას, საკანონმდებლო ინიციატივების ერთობლივად მომზადებას, ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფას,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელთა პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაზე ერთობლივ ზრუნვას, განათლების მართვის სისტემის […]

Read More