2017 წლის 23 მარტს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში პარტნიორი კომპანიის მიერ ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „QBQ -პირადი პასუხისმგებლობა და მოტივაცია“. ლექციას უძღვებოდა, კომპანია Question Behind the Question-ის დირექტორი ქალბატონი, მაკა მჟავანაძე და მისი გუნდი: უჩა მაჭარაშვილი, ია ნიორაძე, ნინო ბაქანიძე და ქეთი სებისკვერაძე. შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო, იმსჯელეს თემებზე თუ რა […]
სიახლეები
ტრენინგი
017 წლის 22 მარტს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში სოციალური მომსახურების სააგენტოს პროფესიონალმა კონსულტანტთა გუნდის წევრმა, ქალბატონმა თამარ გედენიძემ ჩაატარა ტრენინგი თემაზე : „კარიერული განვითარება და პროფესიული კონსულტირების სერვისი“. აღნიშნულ ტრენინგზე სტუდენტები გაეცნენ შრომის ბაზარზე ქცევის წესებს, სამუშაოს მოძიების, საჭირო დოკუმენტების სწორად შევსების, დამსაქმებელთან თავის სწორად წარდგენისა და პირველადი კარგი შთაბეჭდილების მოხდენის […]
მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. 2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA უერთდება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს და ცნობიერების ამაღლების კამპანიას. ჩვენთან ქრომოსომებს არ ითვლიან!
ლექცია თემაზე: „QBQ -პირადი პასუხისმგებლობა და მოტივაცია“
2017 წლის 23 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს ბიზნესის აკადემიაSBA-ში პარტნიორი კომპანიის მიერ ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: „QBQ -პირადი პასუხისმგებლობა და მოტივაცია“ ლექციას გაუძღვება, კომპანია Question Behind the Question-ის დირექტორი, ქალბატონი მაკა მჟავანაძე. განსახილველი თემებია: რა არის წარმატება; როგორ გავხდეთ წარმატებულნი; 5 ძირითადი პრინციპი იმისთვის, რომ გავხდეთ წარმატებულნი; QBQ-პირადი პასუხისმგებლობა და […]
ლექცია კარიერული განვითარებისა და პროფესიული კონსულტირების სერვისის შესახებ
2017 წლის 22 მარტს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში სოციალური მომსახურების სააგენტოს პროფესიონალ კონსულტატთა გუნდი, კარიერული განვითარებისა და პროფესიული კონსულტირების სერვისის შესახებ ჩაატარებს ლექციას. კონსულტატთა გუნდი სტუდენტებს ასწავლის იმ საჭირო ნიუანსებს ,როგორიცაა შრომის ბაზარზე ქცევის წესები,სამუშაოს მოძიება, საჭირო დოკუმენტაციის შევსება , დამსაქმებელთა წარდგენა და ასე შემდეგ. აღნიშნული შეხვედრა ემსახურება სტუდენტების, პოტენციური სამუშაოს […]
საჯარო ლექცია
2017 წლის14 მარტს,საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: ’’სიყვარული ქართველი მეფეების ცხოვრებაში“. რომელსაც უძღვებოდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქრისტინე მაჭარაშვილი. შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო. ლექცია წარიმართა საინტერესოდ, სტუდენტებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ ისტორიებთან დაკავშირებით შეხვედრამ ცხადყო საჯარო ლექციების სერიათა გაგრძელება, სტუდენტთა ინტერესიდან გამომდინარე შეირჩევა სასურველი და საინტერესო თმები.
აბიტურიენტთა საინფორმაციო ცენტრი
2017 წლის 11 მარტს პროექტ „ჩემი მომავლის სასწავლებელი“-ს ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრი“-ს ორგანიზებით გაიხსნა აბიტურიენტთა საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ერთი კვირის მანძილზე დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ ინფორმაცია უმაღლესი სასწავლებლების შესახებ. საინფორმაციო ცენტრში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სასწავლებლის საპრეზენტაციო კუთხეები, სადაც მათი წარმომადგენლები პასუხობდნენ აბიტურიენტების მიერ დასმულ შეკითხვებს. აღნიშნულ […]
„ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“
2017 წლის 9 მარტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებულ და მონაწილე კომპანიებს სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიება გახსნეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ საქართველოში ნიკოლას ბერლინელმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ერიკა კვაპილოვამ. […]
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
მიმდინარე წლის 9 მარტს , საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-მ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია Question Bahind the Question . აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. მხარეები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების მათ შორის სტუდენტთა დასაქმებისა და ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში.
სამუშაო შეხვედრა
2017 წლის 7 მარტს სოციალური მომსახურების სააგენტომ გამართა სამუშაო შეხვედრა, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროექტში ჩართულ ორგანიზაჩიებთან. მათი ინფორმაციით უმოკლეს ვადაში დაიწყება გადამზადების შემდეგი ეტაპი. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე.