საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტში “პარტნიორობა და კრიზისები”. აღნიშნულ პროექტში აკადემიამ გერმანელ პარტნიორ BBS Wechloy-სთან ერთად განხორციელებული პროექტი წარმოადგინა – ერთად შექმნილი სიმღერა სახელწოდებით “Gemeinsam”, რომელიც მიმდინარე პანდემიის პირობებში შეიქმნა. ერთიბლივად შექმნილ პროექტს ჟიურმა მე-8 ადგილი მიანიჭა. საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ს გადაეცა საერთაშორისო სერტიფიკატი განსაკუთრებული წვლილისთვის […]
სიახლეები
ტურიზმის პროგრამის სტუდენტებს კვალიფიკაცია მიენიჭათ
2021 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში ტურიზმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საკვალიფიკაციო კომისიის სხდომა გაიმართა. ტურიზმის (საქართველოს კულტურილი მემეკვიდრეობის გიდი) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს კვალიფიკაცია მიენიჭათ. აკადემია ულოცავს სტუდენტებს კვალიფიკაციის მინიჭებას, უსურვებს კარიერულ წინსვლასა და წარმატებებს.
საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში მენეჯმენტის 2021 წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა!
დღეს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში მენეჯმენტის 2021 წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა! სხდომას დაესწრო აკადემიის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი. შეხვედრაზე განხილული იქნა წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, მოტივაციის მექანიზმები, აკადემიის 2022 წლის ბიუჯეტი და სხვა მნიშვნელოვანი მიმდინარე საკითხები. აკადემიის დირექტორმა ია ერაძემ მადლობა გადაუხადა აკადემიის პერსონალს გაწეული მუშაობისთვის და ისაუბრა მომავალი გეგმების […]
საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ს მენეჯმენტმა აკადემიის 2021 წლის საუკეთესო პარტნიორები გამოავლინა!
საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ს მენეჯმენტმა აკადემიის 2021 წლის საუკეთესო პარტნიორები გამოავლინა! პსპ ფარმა გუდვილი BBS Wechloy Greenway Logistic გაკო ტერმინალი ქალაქ თბილისის N153 საჯარო სკოლა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა. პარტნიორები გამოვლინდნენ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა; პროგრამების განვითარების […]
SBA-მ საქართველოს უსინათლოთა კავშირის 95 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.
დღეს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-მ საქართველოს უსინათლოთა კავშირის 95 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. საქართველოს უსინათლოთა კავშირი აერთიანებს 3500-მდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირს. კონცერტში მონაწილეობდნენ უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის ქალთა და ვაჟთა ანსამბლები. აკადემიის სტუდენტებმა საახალწლო განწყობა შეუქმნეს ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს, ტკბილეულით დააჯილდოვეს და ბედნიერი […]
SBA-იმ ჩინეთის დელეგაციას უმასპინძლა.
დღეს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-იმ ჩინეთის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, აღნიშნულ შესხვედრაზე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები. სტუმრებმა შეხვედრის ბოლოს დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცვნენ სასწავლო გარემოს, დარგობრივ ლაბორატორიებს, მიიღეს ინფორმაცია აკადემიის მუშაობის სპეციფიკის შესახებ. შეხვედრის დასასრულს აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
SBA საერთაშორისო პროექტში „პარტნიორობა და კრიზისები“ მე-8 ადგილის ჯილდოს მფლობელი გახდა.
დაჯილდოება 2021 საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ს გერმანელი პარტნიორი დაწესებულების BBS Wechloy-ს ორგანიზებით განხორციელდა პროექტი სახელწოდებით „პარტნიორობა და კრიზისები“. დაჯილდოების ფარგლებში ჟიურიმ გამოავლინა საინტერესო პროექტები, რომლებიც გლობალური პანდემიის პირობებში განხორციელდა. დაჯილდოებაზე წარდგენილი იყო საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ისა და BBS Wechloy-ს თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი სიმღერა სახელწიდებით ,,Gemeinsam”. დასახელებული პროექტი მე-8 ადგილის ჯილდოს […]
ბავშვთა უფლებები ბაღის პრაქტიკაში!
მიმდინარე წლის 6 დეკემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA -ში ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ბავშვთა უფლებები ბაღის პრაქტიკაში! ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, ოჯახის მხარდაჭერა, საუკეთესო ინტერესების უპირატესობა, მონაწილეობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა; ბავშვის ძალადობისგან დაცვისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა; სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში […]
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე “წარმატების საფუძვლები”
საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA მუდმივად ზრუნავს პერსონალის განვითარებაზე. 2021 წლის 16 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე “წარმატების საფუძვლები” რომელსაც დაესწრო საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ს ბიბლიოთეკის გამგე მაია მელაშვილი. ტრენინგის ფარგლებში შედგა სულ 6 შეხვედრა ტრენინგზე განხილული იყო ისეთი თემები როგორებიცაა: 100%-იანი პასუხისმგებლობის წესი ცხოვრების […]
ისრაელის საელჩოს მიმართვა
ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გალა დაჯილდოება წელს მეოთხედ გაიმართა. საკონკურსო ნომინაციებში, ჯილდოების გარდა, სპეციალური პრიზი, ტრადიციულად, ისრაელის საელჩომ გადასცა. წლევანდელი სპეცალური პრიზის მფლობელი გახდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის სკოლის დირექტორი ნატა ჩხაიძე. აკადემიამ ოფიციალურად მადლობა გამოუცხადა ისრაელის საელჩოს ქალბატონი ნატა ჩხაიძის დაჯილდოებისთვის. […]