სიახლეები

ტრენინგი „მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი (ესტონური ) მოდელი“

ტრენინგი „მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი (ესტონური ) მოდელი“

2017 წლის 20 თებერვალს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის და ჯ.ბ აუდიტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი „მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი (ესტონური ) მოდელი“, რომელსაც კერძო კოლეჯების ხელმძღვანელები და საფინანსო სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. მონაწილეებს მიესალმა ჯ.ბ აუდიტის დამფუძნებელი ბესიკ ჯობავა. ტრენინგს კი უძღვებოდა კომპანია ჯ.ბ აუდიტის ტრენერი აუდიტორი მარიამ […]

Read More

„საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მეოთხე ფორუმი

„საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მეოთხე ფორუმი

2017 წლის 20 თებერვალს გაიმართა „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მეოთხე ფორუმი. ასოციაციის პრეზიდენტმა ქალბატონმა ნინო გომელაურმა ფორუმის მონაწილეებს წარუდგინა 2015-2016 წლების ანგარიში. ფორუმის წევრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბატონმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საქართველოს პარლამენტის განათლების,მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონმა მარიამ ჯაშმა. ფორუმზე მოხდა გამგეობის წევრთა არჩევა.ხმათა […]

Read More

ინგლისური ენის სწავლების ახალი პროგრამა

ინგლისური ენის სწავლების ახალი პროგრამა

საქართველოს  ბიზნესის აკადემია -SBA-ში ინერგება ინგლისური ენის სწავლების ახალი პროგრამა, რომელიც განხორციელდება ინტერაქტიული კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით.აღნიშნული  ინოვაციური პროგრამა სტუდენტებს აძლევს საშუალებას   დამატებითი აქტივობებით განივითარონ ძირითადი ენობრივი კომპეტენციები. საქართველოში აღნიშნული პროგრამის ინიციატორი  გახლავთ, საქართველოს  ბიზნესის აკადემია –SBA-ის ენების სკოლის დირექტორი, მიხეილ ჩილინგაროვი, რომელიც 2013 წლიდან  მსგავს ინოვაციებს ნერგვას აკადემიაში.    

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

მიმდინარე წლის 14 თებერვალს,  საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-მ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  კომპანია Queen’s Community College.  აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. კომპანიის დირექტირმა დაათვალიერა აკადემია, გაეცნო მუშაობის სპეციფიკას და აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.  

“შერეული გამოფენა”

“შერეული გამოფენა”

მიმდინარე  წლის პირველ თებერვალს, საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ში გაიმართა„შერეული გამოფენა” , რომლის ორგანიზატორი იყო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის ინტელექტუალური მიმართულების დელეგატი- ჯუმბერ სამაკაშვილი. გამოფენაზე სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიერ  წარმოდგენილი იყო  პირადი კოლექციები: ნახატები, მონეტები, მედლები, მინიატურული წიგნები და სხვა მრავალი საინტერესო ნივთი. გამოფენა გამოირჩეოდა დამთვალიერებელთა ფართო სპექტრით. ინტერესთა სხვადასხვაობის მიუხედავად […]

Read More

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სემინარი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სემინარი

30 იანვარს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ ჩაატარა სემინარი „ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განვითარება კომპანიის დონეზე სოციალური პარტნიორობის ფორმატში“, სადაც განხილული იქნა მონიტორინგის სისტემის კონცეპტუალური ხედვები, მონიტორინგის სისტემის შედეგები და ანალიზი. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა საქართელოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე.  

პროფესიული პროგრამის სტუდენტების პრეზენტაციები

პროფესიული პროგრამის სტუდენტების პრეზენტაციები

2017 წლის 25 იანვარს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბიზნესის მართვის, ბანკის ოპერატორისა და საბაჟო ბროკერის პროფესიული პროგრამების სტუდენტებმა,  პროფესიული განათლების მასწავლებლის თეა მაისურაძის  ხელმძღვანელობით  წარადგინეს პრეზენტაციები. აღნიშნული აქტივობა ემსახურებოდა სახელმწიფო ენის პოპლულარიზაციას,  მეტყველებისა და მართლწერის უნარების ფლობის  დემონსტრირებას.    

სემინარი ეტიკეტის შესახებ

სემინარი ეტიკეტის შესახებ

2017 წლის 24 იანვარს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბიზნესის მართვის და ოფისის მენეჯერის პროფესიული პროგრამების სტუდენტების მონაწილეობითა და პროფესიული განათლების მასწავლებლის მანანა მახარაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა სემინარი. სემინარი ეძღვნებოდა ოფიციალურ მიღებებზე ქცევისა და ეტიკეტის ნორმებს. სტუდენტებმა ასევე წარმოადგინეს საკუთარი ანალიზი ქართული საზოგადოების სამოქალაქო ეტიკეტის შესახებ.  

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აცხადებს მიღებას ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის სასერტიფიკატო პროგრამაზე

საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აცხადებს მიღებას ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის სასერტიფიკატო პროგრამაზე. პროგრამაზე რეგისტრაცია იწარმოებს 23 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ შორენა ხუბუნაიას. T 2 40 34 40 (111)

სამუშაო შეხვედრა აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

სამუშაო შეხვედრა აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

17 იანვარს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში პროფესიული განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით შედგა სამუშაო შეხვედრა, აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, გასული სემესტრის შედეგების შეჯამება და მომავალი სემესტრის დაგეგმვა. შეხვედრა აქტიურ სამუშაო რეჟიმში მიმდინარებობდა, პედაგოგებმა ახალი მითითებები და რეკომენდაციები მიიღეს.