სიახლეები

კომპანია „intelitek“

კომპანია „intelitek“

2018 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში იმყოფებოდნენ კომპანია „intelitek“ -ის წარმომადგენლები. “ Intelitek“ არის ცნობილი წამყვანი ამერიკული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო კურსების მიწოდებას ტექნოლოგიის სფეროში. აღნიშნული კომპანია, ეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შეუქმნან სტუდენტებს ინტერაქტიული ტექნოლოგიური გარემო. კომპანიის წარმომადგენლებმა, აკადემიას შესთავაზეს თანამშრომლობა. აკადემია მზად არის გადადგას პროგრესული ნაბიჯები ტექნოლოგიის მიმართულებით და […]

Read More

გერმანელი ექსპერტების ვიზიტი

გერმანელი ექსპერტების ვიზიტი

2018 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში მულტიპლიკატორების კვალიფიკაციის ასამაღლებელი საპილოტე პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ გერმანელი ექსპერტები. ვიზიტის ფარგლებში, აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ ექსპერტებს გააცნო სასწავლებლის ინფრასტრუქტურა, მიაწოდა ინფორმაცია სასწავლო პროცესის, პროგრამებისა და აკადემიის პერსპექტივების შესახებ. სტუმრები შეხვდნენ აკადემიის პერსონალსა და სტუდენტებს. დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის ნაბიჯები. ქალბატონმა იამ სტუმრებს, სიმბოლური […]

Read More

კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“

კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“

2018 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ (საჭიროება/კვალიფიკაცია/დასაქმება), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს-სექტორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგობრივი ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მიზანი დუალური პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ საკითხზე ბიზნესის ჩართულობით მაღალი რანგის დისკუსიის გამართვა იყო. კონფერენცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის […]

Read More

შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი

შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი

2018 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარა. ერთმანეთს შეხვდა ორი გუნდი: მებაჟეები და SBA-ის WOLVES. საინტერესო და დაძაბული თამაშის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი SBA-ის WOLVES.

გაცნობითი პრაქტიკა

გაცნობითი პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული პროგრამის სტუდენტები, გაცნობითი პრაქტიკის მოდულის ფარგლებში იმყოფებოდნენ პარტნიორ ორგანიზაცია – ფინანსურ ოფისში.  

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!”

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!”

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ჩატარდა აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!” აქციის ფარგლებში აკადემიის სტუდენტებმა და პროფესიულმა მასწავლებლებმა უანგაროდ გაიღეს სისხლი განსაცდელში მყოფი, მათთვის სრულიად უცნობი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA უკვე მეოთხედ მასპინძლობს აღნიშნულ აქციას, რითიც საკუთარი წვლილი შეაქვს საქართველოში უანგარო დონორობის დამკვიდრების საქმეში. “სისხლის გადასხმის […]

Read More

შემეცნებით/სასწავლო ტური-შემოდგომის კახეთი

შემეცნებით/სასწავლო ტური-შემოდგომის კახეთი

2018 წლის 27 ოქტომბერს, ტურიზმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაცნობითი პრაქტიკის მოდულის ფარგლებში, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ მოაწყო შემეცნებით/სასწავლო ტური-შემოდგომის კახეთი. ტურს უძღვებოდა ტურიზმის მიმართულების პროფესიული მასწავლებელი, აკადემიის პარტნიორი კომპანია კონკორდ თრეველის გიდი, ასევე გიდების სკოლის პედაგოგი და სასწავლო პროცესის ორგანიზატორი, ბატონი რატი ჩიქვილიძე. ტურის ფარგლებში ვიხილეთ კახეთის ბუნება, გომბორის უღელტეხილის ულამაზესი […]

Read More

გაცნობითი პრაქტიკა

გაცნობითი პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული პროგრამის სტუდენტები, გაცნობითი პრაქტიკის მოდულის ფარგლებში იმყოფებოდნენ პარტნიორ ორგანიზაცია – ფინანსურ ოფისში.

გაცნობითი პრაქტიკა

გაცნობითი პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, საბაჟო საქმის პროფესიული პროგრამის სტუდენტები, გაცნობითი პრაქტიკის ფარგლებში შემოსავლების სამსახურს, საბაჟო გამშვებ პუნქტს ,,წითელი ხიდი“ და გაფორმების ეკონომიკურ ზონას ,,თბილისი“ ეწვივნენ.

ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრა

ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრა

2018 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, გაიმართა ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა აკადემიის სტრატეგიული გეგმა, მისი შესრულების მიმდინარეობა, ასევე გადაიხედა სტრუქტურათა მიერ დაგეგმილი აქტივობები.