კატეგორიის გარეშე

გიორგი ბაქრაძის საჯარო ლექცია

გიორგი ბაქრაძის საჯარო ლექცია

2018 წლის 29 მაისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ეწვია, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბატონი გიორგი ბაქრაძე, რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „გაცვლითი კურსის ფორმირება”. ლექციაზე განხილულ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა, ფიქსირებული და მცურავი კურსის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ლექციის ბოლოს ბატონ გიორგის აკადემიისგან გადაეცა სიმბოლური საჩუქარი. […]

Read More

“ფინანსური ფეხბურთის” ვიდეოთამაში

“ფინანსური ფეხბურთის” ვიდეოთამაში

2018 წლის 29 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო გადახდების სისტემამ Visa “ფინანსური განათლების წლის” ფარგლებში, საზოგადოებას “ფინანსური ფეხბურთის” ვიდეოთამაშის ქართული ბაზრისთვის ადაპტირებული ვერსია წარუდგინეს. “ფინანსური ფეხბურთი” ინტერაქტიული ონლაინ თამაშია, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებსა და მოზარდებზე, ისე ზრდასრულ მოსახლეობაზეც, და რომლის მიზანსაც მათთვის პირადი ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპების სწავლება წარმოადგენს. […]

Read More

მე-7 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

მე-7 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

მიმდინარე წლის 25 მაისს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში მე-7 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „ბიზნესის განვითარება გლობალური ეკონომიკის პირობებში“ ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ასევე საბაკალავრო და პროფესიული პროგრამის სტუდენტები. აღნიშნული კონფერენციის თემატიკა შემდეგ მიმართულებებს შეეხებოდა: 1. ფინანსური პოლიტიკა, თანამედროვე პრობლემები და პერსპექტივები 2. მარკეტინგისა და მენეჯმენტის თანამედროვე ასპექტები სამეწარმეო საქმიანობაში 3. […]

Read More

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პროექტი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პროექტი

მიმდინარე წლის 18 მაისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სტუდენტები „ჩვენ ვიხდით გადასახადებს და ვქმნით უსაფრთხო მომავალს“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პროექტის ფარგლებში, ეწვივნენ საბაჟო გამშვებ პუნქტს „წითელი ხიდი“ და გაფორმების ეკონომიკურ ზონას „თბილისი“. ადგილზე, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მიერ, ჩატარდა გაცნობითი სახის სემინარი.

ტრენინგი თემაზე „შრომის ბაზრის შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი“

ტრენინგი თემაზე „შრომის ბაზრის შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი“

2018 წლის 18 მაისს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „შრომის ბაზრის შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი“. ტრენინგის მიზანი იყო შრომის ბაზრის შესახებ პირველადი მონაცემების შეგროვების და ანალიზის უნარების განვითარება ტრენინგის მონაწილეთათვის, ასევე მარტივი ანალიზი და ანგარიშის შედგენა. აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს დირექტორი, ქ-ნ ია […]

Read More

„მომავლის ბიზნესმენების“ სუპერფინალში გასული გუნდები ეწვივნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის სერვისცენტრს.

„მომავლის ბიზნესმენების“ სუპერფინალში გასული გუნდები ეწვივნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის სერვისცენტრს.

2018 წლის 17 მაისს, ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენების“ სუპერფინალში გასული გუნდები ეწვივნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის სერვისცენტრს. რუსთავის სერისცენტრის უფროსი ბატონი სულიკო ნანიტაშვილი და სერვისცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ მოსწავლეებს. როგორც გადასახადების მომავალმა გადამხდელებმა, რუსთავის სერვისცენტრი დაათვალიერეს და სპეციალურად მათთვის გამართულ პრეზენტაციაზე, საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სერვისცენტრებში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეების, […]

Read More

ესტონეთის დელეგაცია SBA-ში

ესტონეთის დელეგაცია SBA-ში

2018 წლის 15 მაისს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას ეწვია ესტონეთის დელეგაცია. შეხვედრა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გაიმართა, სტუმრებმა შეხვედრის დაწყებამდე დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცვნენ სასწავლო გარემოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტმა ნია გუგუნავამ დამსწრე სტუმრებს პრეზენტაციის სახით მიაწოდა ინფორმაცია აკადემიის შესახებ, მის მიზნებსა და ამოცანებზე. საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტმა ბატონმა გოგა […]

Read More

ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრა

ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრა

2018 წლის 4 მაისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გაიმართა ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა აკადემიის სტრატეგიული გეგმა, მისი შესრულების მიმდინარეობა, ასევე გადაიხედა აკადემიის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, სტრუქტურათა ერთეულებმა წარმოადგინეს დაგეგმილი აქტივობების შუალედური შეფასება. დაიგეგმა მომავალი შეხვედრის თარიღი.  

თამბაქოს მოხმარების წესები შეიცვალა

თამბაქოს მოხმარების წესები შეიცვალა

2018 წლის 1 მაისიდან, საქართველოს კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც თამბაქოს მოხმარების წესები შეიცვალა. დაწესებულების შენობასა და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტოიაზე თამბაქოს მოწევა აკრძალულია. წესების დარღვევის შემთხვევაში, გატარდება კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები და დაჯარიმდება კანონის დამრღვევი პირი.

კონფერენცია

კონფერენცია

2018 წლის 26-27 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პარტნიორმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ – ეკონომიკისა და კულტურის უნივერსიტეტმა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა თემაზე: „არსებული ტენდენციები ეკონომიკაში, კულტურასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში“. კონფერენციაში მონაწილეობდა აკადემიის მოწვეული სპეციალისტი, პროფესორი ქ-ნ ნინო მუშკუდიანი, რომელმაც წარადგინა თემა „ელექტრონული გადახდების განვითარება საქართველოში“.