2018 წლის 18 მაისს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „შრომის ბაზრის შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი“. ტრენინგის მიზანი იყო შრომის ბაზრის შესახებ პირველადი მონაცემების შეგროვების და ანალიზის უნარების განვითარება ტრენინგის მონაწილეთათვის, ასევე მარტივი ანალიზი და ანგარიშის შედგენა. აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს დირექტორი, ქ-ნ ია […]
Our Blog
„მომავლის ბიზნესმენების“ სუპერფინალში გასული გუნდები ეწვივნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის სერვისცენტრს.
2018 წლის 17 მაისს, ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენების“ სუპერფინალში გასული გუნდები ეწვივნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის სერვისცენტრს. რუსთავის სერისცენტრის უფროსი ბატონი სულიკო ნანიტაშვილი და სერვისცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ მოსწავლეებს. როგორც გადასახადების მომავალმა გადამხდელებმა, რუსთავის სერვისცენტრი დაათვალიერეს და სპეციალურად მათთვის გამართულ პრეზენტაციაზე, საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სერვისცენტრებში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეების, […]
ესტონეთის დელეგაცია SBA-ში
2018 წლის 15 მაისს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას ეწვია ესტონეთის დელეგაცია. შეხვედრა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გაიმართა, სტუმრებმა შეხვედრის დაწყებამდე დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცვნენ სასწავლო გარემოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტმა ნია გუგუნავამ დამსწრე სტუმრებს პრეზენტაციის სახით მიაწოდა ინფორმაცია აკადემიის შესახებ, მის მიზნებსა და ამოცანებზე. საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტმა ბატონმა გოგა […]
ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრა
2018 წლის 4 მაისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გაიმართა ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა აკადემიის სტრატეგიული გეგმა, მისი შესრულების მიმდინარეობა, ასევე გადაიხედა აკადემიის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, სტრუქტურათა ერთეულებმა წარმოადგინეს დაგეგმილი აქტივობების შუალედური შეფასება. დაიგეგმა მომავალი შეხვედრის თარიღი.
თამბაქოს მოხმარების წესები შეიცვალა
2018 წლის 1 მაისიდან, საქართველოს კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც თამბაქოს მოხმარების წესები შეიცვალა. დაწესებულების შენობასა და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტოიაზე თამბაქოს მოწევა აკრძალულია. წესების დარღვევის შემთხვევაში, გატარდება კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები და დაჯარიმდება კანონის დამრღვევი პირი.
კონფერენცია
2018 წლის 26-27 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პარტნიორმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ – ეკონომიკისა და კულტურის უნივერსიტეტმა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა თემაზე: „არსებული ტენდენციები ეკონომიკაში, კულტურასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში“. კონფერენციაში მონაწილეობდა აკადემიის მოწვეული სპეციალისტი, პროფესორი ქ-ნ ნინო მუშკუდიანი, რომელმაც წარადგინა თემა „ელექტრონული გადახდების განვითარება საქართველოში“.
საინფორმაციო სემინარი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ
2018 წლის 27 და 28 აპრილს, სოციალური მომსახურების სააგენტომ, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პარტნიორებისთვის დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე ვარძიაში ორდღიანი საინფორმაციო სემინარი გამართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და მომსახურებების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა მოისმინეს პრეზენტაციები დასაქმების სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო […]
„ბიზნესი და გაზაფხული“
მიმდინარე წლის 29 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ორგანიზებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შემეცნებითი ექსკურსია „ბიზნესი და გაზაფხული“ მოეწყო. აკადემიის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოინახულეს ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმი, ხორნაბუჯის ციხესიმაგრე, ელიას მთა. დღის ბოლოს ისინი ესტუმრნენ დედოფლის წყაროში მდებარე ფერმას, რომელსაც ერთ-ერთი ახალგაზრდა ფერმერი უძღვება. მან სტუმრებს უამბო როგორ მიაღწია წარმატებას და […]
EBSCO-ს სემინარი
2018 წლის 24 აპრილს, კომპანია Innovative Systems Management-ისა და კომპანია EBSCO-ს ერთობლიობით ჩაატარდა EBSCO-ს სემინარი, რომლის მიზანი იყო მომხმარებლისთვის EBSCO-ს ელექტრონული ბაზების გაცნობა, გამოწერა და პრაქტიკული გამოყენების შესწავლა. აღნიშნულ სემინარს ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბიბლიოთეკის გამგე, ქალბატონი მარიამ მელაშვილი.
ტრენინგი „ადამიანური რესურსების მართვა”
HR პროფესიონალთა გილდია (HRPG) და საქართველოს ბიზნესის აკადემია (SBA) გთავაზობთ ტრენინგს „ადამიანური რესურსების მართვა” “…თუ ეხლა არა, მაშინ როდის?“ ამონარიდი თალმუდიდან ადამიანური რესურსების მართვა, ეს არის ხელოვნება, რომელიც დაფუძნებულია იმ სპეციალისტების ნიჭსა და უნარებზე, რომლებიც ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელი. თანამშრომლების საქმიანობის ეფექტიანობა მნიშვნელვნად არის დამოკიდებული კორპორატიულ კულტურასა […]