დუალური მიდგომით პროგრამების განხორციელება საქართველოს განათლების სისტემაში გასულ წელს დაიწყო და დღემდე მას მხოლოდ საჯარო კოლეჯები ახორციელებდნენ. SBA პირველი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დუალური პროგრამის განხორციელებას იწყებს. დუალური სწავლება გერმანულენოვან ქვეყნებშია გავრცელებული და დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სწავლების ფორმადაა მიჩნეული, რადგანაც ბიზნესი, როგორც კურსდამთავრებულთა პონეტციური დამსაქმებელი, პროგრამის უმეტესი ნაწილის განხორციელებაზე […]
სიახლეები
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ მიიღო ავტორიზაცია ექვსი წლის ვადით
2018 წლის 9 აგვისტოს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიიღი ავტორიზაცია ექვსი წლის ვადით. ავტორიზაციის საბჭომ, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, კერძო კოლეჯებს შორის, ერთ-ერთ საუკეთესო დაწესებულებად აღიარა და მიულოცა დამსახურებული წარმატება. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ახალი სასწავლო წლიდან განახორციელებს ცხრა მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. ამავე დროს, ის პირველია, […]
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-მ, Premium Pertile Ivory Coast-თან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიასა და კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში. Premium Pertile Ivory Coast-ის გენერალურმა მეჯენერმა, ბატონმა ბეგრე სერჟ პაკომმა, დაათვალიერა აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნო მუშაობის სპეციფიკას და აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა
მიმდინარე წლის 31 ივლისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა. გამოცდაზე, სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო პროექტები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აკადემიის სტუდენტის, გიორგი ქუშაშვილის ბიზნეს იდეა, სპორტულ-გასართობი ცენტრის შექმნა ყაზბეგში, უკვე დააფინანსა არასამთავრობო ორგანიზაციამ „People in Need”. აკადემია ულოცავს სტუდენტებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას, უსურვებს მათ […]
შეხვედრა კომპანია „პარავანპერლიტის“ დამფუძნებელთან
მიმდინარე წლის 28 ივლისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ კოტ-დ’ ივუარის მთავრობის წარმომადგენელი- ბატონი ბეგრე სერჟ პაკომი, PPSI-ს გენერალური მენეჯერი და კომპანია „პარავანპერლიტის“ დამფუძნებელი. შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: აფრიკის ქვეყნებიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების სწავლების ორგანიზების, დამატებითი კონტიგენტის მოზიდვის, მათი სწორად შერჩევის, სავიზო პრობლემების მოგვარებისა და საქართველოში […]
პროფესიულ სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა
მიმდინარე წლის 20 ივლისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში პროფესიულ სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა. გამოცდას ესწრებოდნენ დარგობრივი მიმართულების კომისიის წევრები. გამოცდის პროცესში აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ჩართულნი იყვნენ დამსაქმებლებიც. აკადემია ულოცავს სტუდენტებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას, უსურვებს მათ შემდგომ წინსვლასა და წარმატებებს!
სტუდენტებთან შეხვედრა
2018 წლის 10 ივლისს, სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისების განვითარების მიზნით სტუდენტებთან შეხვედრა მოეწყო. შეხვედრაზე მოხდა სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისების განვითარების სტრატეგიის პროექტის განხილვა. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ორიენტირებულია მისი მთავარი მომხმარებლის კმაყოფილებაზე. პროექტი შემუშავდა სტუდენტების ჩართულობით.
საწარმოო პრაქტიკა
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბიზნესის მართვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკაზე აკადემიის პარტნიორ ორგანიზაცია “გუდვილში”.
სერტიფიკატების გადაცემა აკადემიის სტუდენტებისათვის
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბანკის ოპერატორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა საწარმოო პრაქტიკა გაიარეს, აკადემიის პარტნიორ ორგანიზაცია “საქართველოს ბანკების ასოციაციაში”. პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტებს დამატებით ჩაუტარდათ ტრენინგები: „ყალბი ფულის პრევენცია“, „გაყიდვები და სერვის პლუსი“ და გადაეცათ სერტიფიკატები. აკადემია მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის და წარმატებებს უსურვებს სტუდენტებს.
სასერტიფიკატო გამოცდა
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მსმენელები სასერტიფიკატო გამოცდაზე.