კატეგორიის გარეშე

მედიატური სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“

მედიატური სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“

2018 წლის 14-15 სექტემბერს, სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებული მედიატური გაიმართა. ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრის მიზანი, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება იყო. საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA სამი წელია ჩართულია სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების […]

Read More

შეხვედრა გერმანიის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

შეხვედრა გერმანიის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

2018 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ეწვივნენ გერმანიის რესპუბლიკის ქალაქ დელმენჰორსტის „პროფესიული განათლების სკოლა II“ დირექტორი ულიჰ დროსთი, ქალაქ ოლდენბურგის პროფესიული განათლების სკოლის „ეკონომიკური სამართლის ადმინისტრაცია – ევროპული სკოლის“ დირექტორი ოლივერ ფუნდტი და ეკონომიკის პედაგოგი ტატიანა ლაბოჰმსი. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის გაცვლა საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლების სპეციფიკის შესახებ დაწესებულებებს […]

Read More

ქალბატონი ია ერაძე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს წევრი გახდა

ქალბატონი ია ერაძე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს წევრი გახდა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი და კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ქალბატონი ია ერაძე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს წევრი გახდა. საბჭოს შექმნის მთავარი მიზნები საქართველოში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პოპულარიზაცია, დუალური პროფესიული განათლების შესახებ საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის შექმნა და კერძო სექტორსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობაა. […]

Read More

საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა საყურადღებოდ!

საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და  ის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსით გააგრძელებს ფუნქციონირებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ბიზნესის აკადემიის – SBA-ის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის გამოცხადდა რიგგარეშე მობილობა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები. სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ […]

Read More

SBA პირველი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დუალური პროგრამის განხორციელებას იწყებს

SBA პირველი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დუალური პროგრამის განხორციელებას იწყებს

დუალური მიდგომით პროგრამების განხორციელება საქართველოს განათლების სისტემაში გასულ წელს დაიწყო და დღემდე მას მხოლოდ საჯარო კოლეჯები ახორციელებდნენ. SBA პირველი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დუალური პროგრამის განხორციელებას იწყებს. დუალური სწავლება გერმანულენოვან ქვეყნებშია გავრცელებული და დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სწავლების ფორმადაა მიჩნეული, რადგანაც ბიზნესი, როგორც კურსდამთავრებულთა პონეტციური დამსაქმებელი, პროგრამის უმეტესი ნაწილის განხორციელებაზე […]

Read More

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ მიიღო ავტორიზაცია ექვსი წლის ვადით

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ მიიღო ავტორიზაცია ექვსი წლის ვადით

2018 წლის 9 აგვისტოს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიიღი ავტორიზაცია ექვსი წლის ვადით. ავტორიზაციის საბჭომ, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, კერძო კოლეჯებს შორის, ერთ-ერთ საუკეთესო დაწესებულებად აღიარა და მიულოცა დამსახურებული წარმატება. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ახალი სასწავლო წლიდან განახორციელებს ცხრა მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. ამავე დროს, ის პირველია, […]

Read More

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-მ, Premium Pertile Ivory Coast-თან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიასა და კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში. Premium Pertile Ivory Coast-ის გენერალურმა მეჯენერმა, ბატონმა ბეგრე სერჟ პაკომმა, დაათვალიერა აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნო მუშაობის სპეციფიკას და აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა

მიმდინარე წლის 31 ივლისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა. გამოცდაზე, სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო პროექტები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აკადემიის სტუდენტის, გიორგი ქუშაშვილის ბიზნეს იდეა, სპორტულ-გასართობი ცენტრის შექმნა ყაზბეგში, უკვე დააფინანსა არასამთავრობო ორგანიზაციამ „People in Need”. აკადემია ულოცავს სტუდენტებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას, უსურვებს მათ […]

Read More

შეხვედრა  კომპანია „პარავანპერლიტის“ დამფუძნებელთან

შეხვედრა კომპანია „პარავანპერლიტის“ დამფუძნებელთან

მიმდინარე წლის 28 ივლისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ კოტ-დ’ ივუარის მთავრობის წარმომადგენელი- ბატონი ბეგრე სერჟ პაკომი, PPSI-ს გენერალური მენეჯერი და კომპანია „პარავანპერლიტის“ დამფუძნებელი. შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: აფრიკის ქვეყნებიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების სწავლების ორგანიზების, დამატებითი კონტიგენტის მოზიდვის, მათი სწორად შერჩევის, სავიზო პრობლემების მოგვარებისა და საქართველოში […]

Read More

პროფესიულ სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა

პროფესიულ სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა

მიმდინარე წლის 20 ივლისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში პროფესიულ სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა. გამოცდას ესწრებოდნენ დარგობრივი მიმართულების კომისიის წევრები. გამოცდის პროცესში აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ჩართულნი იყვნენ დამსაქმებლებიც. აკადემია ულოცავს სტუდენტებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას, უსურვებს მათ შემდგომ წინსვლასა და წარმატებებს!